სიახლეები

  1. მთავარი
  2. /
  3. სამეცნიერო სიახლეები
  4. /
  5. აკადემიური წერის ცენტრის კვირეულის დახურვა
აკადემიური წერის ცენტრის კვირეულის დახურვა
  • 16/05/2025

აკადემიური წერის ცენტრის კვირეულის დახურვა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრის ორგანიზებით, გაიმართა სალექციო-სასემინარო კვირეული შემდეგ საკითხებზე: „პლაგიატის პრევენცია, აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვა, სამეცნიერო ნაშრომის შექმნის სტანდარტები და ხელოვნური ინტელექტის (გენერაციული ხელსაწყოების) სწორად გამოყენება სამეცნიერო ნაშრომის წერის პროცესში”.

ლექცია-სემინარებს უძღვებოდნენ IBSU–ს აკადემიური წერის ცენტრის ხელმძღვანელი დოქტ. მარიამ კუჭავა, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის აფილირებული აკადემიური და მოწვეული პერსონალი.

ქართველ და უცხოელ ექსპერტებთან, მკვლევარებთან ერთად მათ განიხილეს სამეცნიერო ნაშრომის შესრულებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები. შედეგად, მსმენელებმა, მიიღეს რჩევები აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვის, პლაგიატის პრევენციის მექანიზმებისა და ხელოვნური ინტელექტის არაეთიკური გამოყენების პრობლემებსა და გამოწვევებთან დაკავშირებით.

მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.