[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top

არქიტექტურული   კომპოზიციის საფუძვლები

 

 

ტრენერი: მარიამ ვახტანგიშვილი

ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის   არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის მესამე   კურსის სტუდენტი მაღალი აკადემიური  მოსწრებით.

კურსის მიზანი: კურსის ფარგლებში მოსწავლეები შეისწავლიან კომპოზიციის საფუძვლებს არქიტექტურაში, რომელიც დაეხმარებათ დიზაინის შექმნაში. არქიტექტურული კომპოზიციის საფუძვლები ასტიმულირებს  აზროვნების პროცესს, რაც შეიძლება მოსახერხებელი იყოს პროექტირების დროს. ასევე ხელს უწყობს შემოქმედებით და ექსპერიმენტულ მეთოდოლოგიას, რომელიც ეხმარება სწავლის სტილისა და შემეცნებითი უნარების განვითარებას არქიტექტურული კომპოზიციის ფუნდამენტურ პრინციპებთან მიმართებაში. კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს შეეძლებათ შექმნან ყველაფერი, რაც მათ მხედველობაში აქვთ, რაც შემდგომში შესაძლოა იყოს არქიტექტურული კონცეფციები. მონაწილეები იკვლევენ ფორმას და სივრცის გამოყოფას ორგანზომილებიან ველში.

კურსის განმავლობაში დაიფარება თემები:

  • კომპოზიციის პრინციპები და მათი მნიშვნელობა;
  • კომპოზიციის ელემენტები;
  • როგორ მოქმედებს კომპოზიციის სხვადასხვა ელემენტები 2 და 3 განზომილებებზე;
  • როგორ გამოვიყენოთ ხატვის ხელსაწყოები;

სამუშაო ენა: ქართული
სამიზნე ჯგუფი/აუდიტორია: მე-9-12 კლასის მოსწავლეები, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მოცემული თემით.