[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

ბიზნეს ადმინისტრირება – ფინანსები (ქართულენოვანი)

ბიზნესის სკოლა

პროგრამის მიზანი

ფინანსების საბაკალავრო პროგრამის მიზანია სტუდენტზე ორიენტირებული სწავლებით კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება, რომლებიც შეძლებენ ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბიზნესის სხვადასხვა სექტორის საქმიანობის განხორციელებაში მონაწილეობას, რაც უზრუნველყოფს დასაქმების შესაძლებლობას სახელმწიფო, კერძო, და არასამთავრობო სექტორებში; პროგრამის მიზანია აგრეთვე სტუდენტებისათვის ბიზნესის და ფინანსების თეორიული და პრაქტიკული ფუნდამენტური საკითხების საფუძვლიანი ცოდნის, და პრაქტიკული უნარების  უზრუნველყოფა; პროგრამა  საშუალებას აძლევს სტუდენტებს უპასუხონ თანამედროვე ბიზნეს გარემოს გამოწვევებს  და ხელს უწყობს მათ საკუთარი კარიერის დაგეგმვასა და განვითარებაში.

დასაქმების სფერო

ფინანსების საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში შეძენილი ცოდნისა უნარების დახმარებით, კურსდამთავრებულს საშუალება ექნება დასაქმდეს სახელმწიფო და კერძო სექტორში, სხვადასხვა პროფილის ორგანიზაციებში (საწარმოო და ბიზნეს სტრუქტურები), სადაც ის პრაქტიკულად განახორციელებს ძირითად პროფესიულ ფუნქციებს როგორც დამოუკიდებლად, ასევე ჯგუფში მუშაობის დროს. კურსდამთავრებულს შეუძლია სწავლა გააგრძელოს არა მხოლოდ ბიზნესის და ფინანსების, არამედ სხვა პროფილითაც, შესაბამის სამაგისტრო პროგრამაზე დაშვების წინაპირობებისა და კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა

საბაკალავრო საგანმანათლებო პროგრამაზე სტუდენტის ჩარიცხვა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით – ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე.

ჩასაბარებელი ძირითადი საგნები: ქართული ენა, უცხო ენა (გერმანული, ინგლისური, რუსული ან ფრანგული). მესამე ჩასაბარებელი საგანია მათემატიკა.

საბაკალავრო  საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების მქონე პირს.

შენიშვნა: უცხო ქვეყნის მოქალაქეების ჩარიცხვა ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით (დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე https://iro.ibsu.edu.ge/en/page/admissions).

სწავლის საფასური

საქართველოს მოქალაქეებისათვის: 4590 ლარი

მისანიჭებელი კვალიფიკაციაბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი ფინანსებში
სწავლების ენაქართული
ხანგრძლივობა და კრედიტები: პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების მოცულობაა 240 კრედიტი, მათ შორისაა: აკადემიური წერა – 5 კრედიტი; ინფორმაციული ტექნოლოგიები – 5 კრედიტი; უცხო ენა – 15 კრედიტი; ბიზნესის ადმინისტრირების და  ფინანსების სავალდებული საგნები –  145 კრედიტი; ბიზნესის და ფინანსების არჩევითი საგნები – არანაკლებ 10 კრედიტი; თავისუფალი (მათ შორის დამატებითი სპეციალობის) საგნები – 60 კრედიტი. საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული 240 კრედიტი განაწილებულია ოთხი აკადემიური წლის, რვა სემესტრის განმავლობაში. თითოეულ სემესტრში სტუდენტის მიერ ასაღები კრედიტების მოცულობაა 30 კრედიტი.

საკონტაქტო ინფორმაცია

 პროგრამის ხელმძღვანელი: ასოც. პროფ. დოქტ. ილია ბოცვაძე
ელფოსტა:  ibotsvadze@ibsu.edu.ge
ტელეფონი: (+995 32) 2800 064
ოთახი:  A313