[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

მარკეტინგი (ინგლისურენოვანი)

ბიზნესის სკოლა

მოკლე აღწერა 

ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის მიზანია ბიზნესის  მართვის თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების, სამეცნიერო კვლევისა და შემოქმედებითი მუშაობის უნარების მქონე კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება. პროგრამის ამოცანას წარმოადგენს მოამზადოს სპეციალისტები, რომელთაც ექნებათ ღრმა და სისტემური ცოდნა ბიზნესის მართვის სფეროებში. მარკეტინგის სამაგისტრო პროგრამა გარდა თეორიული კურსებისა, მოიცავს ინტერაქტიურ სემინარებსა და ტრენინგებს, პრეზენტაციებსა და ჯგუფურ მუშაობას, რის შედეგადაც მაგისტრს გაუადვილდება როგორც ბიზნესის, ზოგადად, და მარკეტინგის, კერძოდ, მართვის სფეროში არსებული თეორიული და პრაქტიკული პრობლემების ანალიზი და მათი მართვა. სწავლების პროცესში გაითვალისწინებულია სტუდენტების მისწრაფებები და სურვილები,  ბიზნესის და ინდუსტრიის განვითარების საერთაშორისო ტენდენციები და ჩვენი ქვეყნის სპეციფიკა.

პროგრამის ამოცანაა  მაქსიმალურად დაუახლოვოს სტუდენტი პრაქტიკას, როგორც საჯარო და კერძო სექტორის ორგანიზაციებში სტაჟირებებით, ასევე პროფესიულ წრეებთან აქტიური თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმის გამოყენებით. ამ მიზნით, პროგრამაში სხვა ღონისძიებებთან ერთად, გათვალისწინებულია ურთიერთობები ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებთან, რომლებთანაც უნივერსიტეტს გაფორმებული აქვს მემორანდუმები ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.

ძლიერი მხარეები

ჩვენთან თქვენ მიიღებთ მაღალკვალიფიციურ პრაქტიკოს კადრებსა და ინოვაციურ აკადემიურ პროგრამებს, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სასწავლო ტექნოლოგიებით; ბაზარზე ორიენტირებულ კურიკულუმს პრობლემაზე დაფუძვნებული სწავლებით; მარკეტინგის სამაგისტრო პროგრამა მოიცავს მარკეტინგული სწავლების სრულ თეორიასა და პრაქტიკას; მასში გამოიყენება მარკეტინგის უახლესი ლიტერატურა, თანამედროვე სტილის ქეისებზე ორიენტირებული სწავლება.

გაცვლითი პროგრამები

სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, მიიღონ საერთაშორისო გამოცდილება და დაამყარონ კონტაქტი მომავალ კოლეგებთან საზღვარგარეთ სტუდენტთა გაცვლით პროგრამაში სამაგისტრო საფეხურზე სწავლებისას, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ დასავლეთის ქვეყნების მრავალ უნივერსიტეტთან გაფორმებული მემორანდუმების საფუძველზე. ადვილად აღიარებადი საკრედიტო სისტემისა და მორგებადი პროგრამების საშუალებით სტუდენტებს შეუძლიათ სემესტრი გაატარონ განსხვავებულ გარემოში და გაიღრმავონ მათ მიერ არჩეული პროფესია.

დასაქმება

საგანმანათლებლო პროგრამა მარკეტინგში მიმართულია საჭირო უნარების შესაძენად  მარკეტინგის მკვლევარის, მომხმარებელთა სპექტრის ანალიზის, ბაზრის სეგმენტაციისა და მომხმარებლის ფსიქოლოგიის გათვალისწინებით მარკეტინგის სპეციალისტის ჩამოყალიბებაზე, რომელიც შეძლებს მარკეტინგული ღონისძიების დაგეგმვასა და განხორციელებას და პროდუქციის ცნობადობის ამაღლებას. მარკეტინგის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთვარებულები იქნებიან წამყვანი სპეციალისტები, რომლებიც შექმნიან საპრომოციო პროგრამებს, გამოიკვლევენ მომხმარებელთა საჭიროებებს, საზოგადოებას გააცნობენ ორგანიზაციას და მის ძლიერ მხარეებს კონკურენციიულ გარემოში.

მიღება

საქართველოს მოქალაქე მაგისტრანტობის კანდიდატს პროგრამაზე დაშვებისათვის მოეთხოვება:

  • ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • საერთო სამაგისტრო გამოცდის წარმატებით ჩაბარება;
  • სპეციალობაში შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების ჩაბარება;
  • უცხო ენაში B2 დონის შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის ჩაბარება;

გაითვალისწინეთ!

  • განმცხადებლები, რომლებსაც აქვთ უცხო ენის B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი თავისუფლდებიან უცხო ენის გამოცდის ჩაბარებისაგან;
  • უცხო ენის გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდება განმცხადებელი თუ მას დამთავრებული აქვს უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამა;
  • საქართველოს ტერიტორიაზე არმყოფი კანდიდატებისათვის, სამაგისტრო პროგრამაზე მისაღები გამოც(ებ)ის ჩატარება შესაძლებელია განხორციელდეს ონლაინ რეჟიმში;
  • თანაბარი ქულების შემთხვევაში, კონკურსის პირობებში მხედველობაში მიიღება მაგისტრანტობის კანდიდატის GPA;
  • გამოცდ(ებ)ი სპეციალობაში ტარდება პროგრამის განხორციელების ენაზე.

წარმოსადგენი დოკუმენტები:

  • 2 ფოტო(3X4) (ამობეჭდილი და ელექტრონული ფორმით). ფოტო ელექტრონული ფორმით ეგზავნება სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს, თუ განაცხადი არ კეთდება ელექტრონული სისტემით;
  • CV;
  • ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი (უცხო ენაზე გაცემული დიპლომის შემთხვევაში – სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი) – იბსუ-ის მიერ გაცემული დიპლომის შემთხვევაში ასლის სანოტარო წესით დამოწმება არ არის სავალდებულო;
  • განმცხადებლის მიერ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პერიოდში არანაკლებ ხუთწლიანი პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული დიპლომის წარმოდგენის შემთხვევაში, კანდიდატმა ასევე უნდა წარმოადგინოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული აღიარების დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება დიპლომის შესაბამის საფეხურთან გათანაბრება.
  • საიდენტიფიკაციო ბარათის/ პასპორტის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის – სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);
  • უცხო ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი / უცხოენოვანი პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი- დიპლომი და დანართი.
  • კანონმდებლობით დადგენილი წესით სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირის მიერ სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი.

უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის იხილეთ ბმული:
www.iro.ibsu.edu.ge

___________________________________________________________________________________________________________

მისანიჭებელი ხარისხი: ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი მარკეტინგში
სწავლების ენა: ინგლისური
ხანგრძლივობა და კრედიტები: 2 წელი, 120 ECTS

სწავლის საფასური

საქართველოს მოქალაქეებისათვის: 4500 ლარი

შენიშვნა: თუ რეგისტრაციას გაივლით 20-31 აგვისტოს და ხელშეკრულებას გააფორმებთ 11-16 სექტემბერს, ისარგებლებთ 30%_იანი ფასდაკლებით.
თუ რეგისტრაციას გაივლით 11-18 სექტემბერს და ხელშეკრულებას გააფორმებთ 25-27 სექტემბერს, ისარგებლებთ 15%_იანი ფასდაკლებით
დეტალები იხილეთ ლინკზე

 უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის: 9900 ლარი

შეღავათები

თუ უკვე მოიპოვე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელების უფლება, სამაგისტრო და სადოქტრო სკოლის მიერ განსაზღვრული რეგისტრაციის პერიოდში ჩარიცხვის შემთხვევაში, 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებ. ამ  გრანტზე არ ვრცელდება გრანტის შენარჩუნების პირობა.

უკრაინის მოქალაქეებისთვის:

თუ უკვე მოიპოვეთ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელების უფლება, სამაგისტრო და სადოქტორო სკოლის მიერ განსაზღვრული რეგისტრაციის პერიოდში ჩარიცხვის შემთხვევაში, 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ. ამ  გრანტზე არ ვრცელდება გრანტის შენარჩუნების პირობა.

უკრაინის მოქალაქეებისთვის:

უკრაინის მოქალაქე სწავლის საფასურის შეღავათის სახით მიიღებს 50%-იან შეღავათს,  პროგრამით განსაზღვრულ სწავლის პერიოდში. (ბაკალავრიატზე  – 4 წელი, მაგისტრატურაზე – 2 წელი, დოქტორანტურაზე – 3 წელი).

შეღავათი შეეხება:

ა) სტუდენტებს, ვინც 2022 – 2023 წლიდან ჩაირიცხება;

ბ) სტატუს აღდგენილებს:

გ) მობილობით გადმოსულებს.

სტატუსის აღდგენისა და მობილობის წესით გადმოსვლის შემთხვევაში, შეღავათს გამოიყენებს უნივერსიტეტის შიდა გრანტის გამოყენების წესის მიხედვით (სემესტრში 30 კრედიტი, პროგრამით განსაზღვრული დარჩენილი პერიოდი).

საკონტაქტო ინფორმაცია

  1. ელ-ფოსტა:  tamarmshvidobadze@ibsu.edu.ge
  2. ტელ: (+995 32) 2800064
  3. პროგრამის კოორდინატორი: ასოც.პროფ.დოქტ.  არიან მატინ