[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top

IBSU-ს ბიზნესის სკოლა გთავაზობთ უფასო სტუდენტურ პროექტს ბიზნეს ანბანი, რომელიც მიზნად ისახავს სკოლის მოსწავლეებში ბიზნესისა და მისი სფეროების შესახებ ცოდნის გაღრმავებას.

პროექტი 2014 წლიდან წარმატებით მიმდინარეობს და მასში მონაწილეობა დღესდღეობით უკვე 5000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო.

ტრენინგი განკუთვნილია მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის.

ტრენინგების განმავლობაში მონაწილეებს საშუალება ეძლევათ გაიგონ მეტი ბიზნესის მიმართულებების შესახებ როგორებიცაა:

  • მარკეტინგი
  • ფინანსები
  • ბუღალტერია
  • მენეჯმენტი
  • ტურიზმი

პროექტში ჩართული არიან ბიზნესის სკოლის სტუდენტები, რომლებიც არა მარტო ტრენინგების ჩატარების პროცესს, არამედ პროექტის ორგანიზებასაც უძღვებიან.

პროექტის ფარგლებში, ტრენინგები ტარდება როგორც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კამპუსში, ისე ონლაინ. ასევე, ტარდება გასვლითი ტრენინგებიც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში.