[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

თანამედროვე სამართლის ჟურნალი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ორენოვანი  სამეცნიერო ჟურნალი „თანამედროვე სამართლის ჟურნალი“ („Contemporary Law Journal”)  წარმოადგენს პერიოდულ საერთაშორისო რეფერირებად და რეცენზირებად გამოცემას, რომლის მიზანია სამეცნიერო, კვლევითი, პრაქტიკული საქმიანობისა და აკადემიური დისკუსიის გაღრმავების ხელშეწყობა.

ჟურნალი გამოიცემა წელიწადში ერთხელ,  ქართულ და ინგლისურ ენებზე.

სამართლის ჟურნალის დებულება

ჟურნალში გამოსაქვეყნებლად ნაშრომების შერჩევა ხდება ღია კონკურსით ან რედაქციის მიერ შემუშავებული სპეციალური წესით.

კონკურსი ცხადდება უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის  ვებ-გვერდებისა და სოციალურ მედიაში უნივერსიტეტის გვერდების საშუალებით.

გამოსაქვეყნებლად მიღებული ნაშრომი ექვემდებარება  შინაარსობრივ რეცენზირებას. შინაარსობრივი რეცენზირებისათვის ნაშრომი ეგზავნებათ დარგობრივი მიმართულების შესაბამისად სარედაქციო კოლეგიის  ერთ-ერთ წევრს, რომელიც უზრუნველყოფს ნაშრომის დახურულ (blind) რეცენზირებას. ნაშრომის ავტორისთვის ასევე არ არის ცნობილი რეცენზანტ(ებ)ის ვინაობა.

ჟურნალი აღიარებს და პატივს სცემს აკადემიური  და სამეცნიერო ეთიკის წესებს.

ავტორებს მოეთხოვებათ, დაიცვან ეთიკის წესები. დაუშვებელია ჟურნალში გამოსაქვეყნებელ ნაშრომებში პლაგიატი, ავტორ(ებ)მა უნდა უზრუნველყონ ნაშრომში მოცემული ინფორმაციის წყაროს ზუსტი და სწორი მითითება.

ჟურნალში გამოქვეყნებულ ნაშრომში აღმოჩენილი დარღვევის შემთხვევაში, ნებისმიერ პირს უფლება აქვს, მიმართოს ჟურნალის რედაქციას ელ-ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: Lawfaculty@ibsu.edu.ge და მოითხოვოს საკითხის შესწავლა და შესაბამისი რეაგირება.

რედაქტორები:

  1. ქეთევან ქოქრაშვილი  – სამართლის დოქტორი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი, პროფესორი.
  1. ნონა ზუბიტაშვილი – სამართლის დოქტორი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი
  1. თეა კბილცეცხლაშვილი – ბიზნესის მართვის დოქტორი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრორექტორი სასწავლო და სამეცნიერო დარგში. პროფესორი.

სარედაქციო კოლეგია:

  1. ლადო ჭანტურია – სამართლის დოქტორი. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე. კილის უნივერსიტეტის გასტპროფესორი, აღმოსავლეთ ევროპის სამართლის ინსტიტუტი.
  2. ელიკო წიკლაური-ლამიხი – სამართლის დოქტორი. მაქს პლანკის საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის (ფრაიბურგი) პროფესორი
  3. ზურაბ ჭეჭელაშვილი – სამართლის დოქტორი. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი
  4. ზვიად როგავა – სამართლის დოქტორი. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი
  5. დავით გეფერიძე – სამართლის დოქტორი. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი
  6. ბესიკ მეურმიშვილი – სამართლის დოქტორი. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი
  7. ანდრეა ბორონი – სამართლის დოქტორი. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
  8. დილშოდ უმაროვი – სამართლის დოქტორი, ტაშკენტის სამართლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი საერთაშორისო ურთიერთობებისა და უწყვეტი განათლების დარგში, პროფესორი
  9. რიჩარდ ბეილსი – პროფესორი, ჩრდილოეთ ოჰაიოს უნივერისტეტი
  10. ანდრეა რუსო – პროფესორი, კამპანიის უნივერსიტეტი, ლუიჯი ვანვიტელი
  11. მარკო სეგესიო – პროფესორი, მილანის უნივერსიტეტი, შედარებითი და ევროპული სამართალი
  12. ჯოვანა კარუნო – პროფესორი რომის უნივერსიტეტი
  13. ვალენტინა რიტა სკოტი – პროფესორი, ქოჩის უნივერსიტეტი
  14. ფრანჩესკო ბაკინი – პროფესორი, მილანის ბიკოკას უნივერისტეტი
  15. გაბრიელე კრესპი რეგიზი – პროფესორი, სანკტ. პეტერბურგის უნივერსიტეტი
  16. ვილჰემ ჰაუზერი – ზაარლანდის ტექნოლოგიისა და ეკონომიკის უნივერსიტეტი
  1. საავტორო განაცხადისა და გამოსაქვეყნებელი ნაშრომი მიიღება წარმოებს ელ.ფოსტაზე: Lawfaculty@ibsu.edu.ge;
  2. ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს MS Word – ის ფორმატში, შესრულებისას გამოიყენება sylfaen-ის ფონტი, ნაშრომის მოცულობამ არ უნდა გადააჭარბოს 25 გვერდს (დაახლოებით 40 000 სიტყვა),  შრიფტის ზომა – 11 და დაშორება – 1.5. კიდეების ზედა და ქვედა ზღვარი უნდა იყოს: 2.5 სმ, მარცხნივ და მარჯვნივ 2.5 სმ.
  3. სამეცნიერო ნაშრომი შესრულებული უნდა იყოს ქართულ და ინგლისურ ენაზე (ამერიკული ან ბრიტანული სტანდარტით, მაგრამ არა მათი შერევით).
  4. დაუშვებელია ჟურნალში გამოსაქვეყნებელ ნაშრომებში პლაგიატი. ავტორმა/ავტორებმა უნდა უზრუნველყოს/უზრუნველყონ ნაშრომში მოცემული ინფორმაციის წყაროს ზუსტი და სწორი მითითება.
  5. ნაშრომი უნდა მოიცავდეს:

ა) ავტორის ვინაობას (მიუთითეთ სახელი და გვარი, აკადემიური ხარისხი (არსებობის შემთხვევაში) თანამდებობა. განაცხადში მიუთითეთ სრული საფოსტო მისამართი, ქვეყანა, ელექტრონული ფოსტა და ტელეფონის ნომერი, თუ არის შესაძლებელი);

ბ) სათაურს (სათაური წარმოდგენილი უნდა იყოს გამუქებული ფონტით);

გ) აბსტრაქტს (მოიცავს მოკლე ინფორმაციას (200-300 სიტყვა) სტატიის შინაარსის შესახებ (ქართულ და ინგლისურ ენებზე);

დ) საკვანძო სიტყვებს (Key words): 4-6 სიტყვა, რომელიც მაქსიმალურად ასახავს ნაშრომის შინაარსს;

ე) შესავალს (მოიცავს ნაშრომის აქტუალობას);

ვ) ძირითად ტექსტს;

ზ) დასკვნას (მოიცავს მიგნებებს, შესაძლო რეკომენდაციებსა და სამომავლო პერსპექტივებს).

  1. სქოლიოს დროს ვიყენებთ sylfaen-ს, შრიფტის ზომა-9.
  2. აბრევიატურები (აკრონიმები), ძირითადი ტექსტის გაფორმებისა და ციტირების სტანდარტები. ციტირება:

ა) სასურველია, საყოველთაოდ მიღებული და გავრცელებული აკრონიმების გამოყენება (მაგ., ა.შ., წ.). ზოგიერთ შემთხვევაში დაიშვება ასევე ნაკლებად ცნობილი აბრევიატურების გამოყენებაც (მაგ., სსკ – საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, შკ. – შრომის კოდექსი, ცესკო – ცენტრალური საარჩევნო კომისია და სხვა). პირველი გამოყენებისას აკორნიმი მიეთითება ფრჩხილებში სრული დასახელების შემდეგ;

ბ) ნორმატიული აქტის ციტირებისას მიეთითება აქტის სრული დასახელება, მიღების თარიღი, ნომერი და ვებ მისამართი საკანონმდებლო მაცნეს ოფიციალური ინტერნეტ საიტიდან (ქართულის შემთხვევაში); უცხოური ნორმატიული აქტების შემთხვევაში, – შესაბამისი ვალიდური ინტერნეტ გვერდი (შეძლებისდაგვარად ოფიციალურ ვებ-გვერდი) ან ბეჭდური გამოცემის სრული მონაცემები წიგნისთვის, კრებულისთვის და ა.შ. მყარი პუბლიკაციის მითითების წინამდებარე სტანდარტების დაცვით.

გ)ძირითად ტექსტში დასაშვებია მხოლოდ ნაშრომის სათაურთან უშუალო კავშირში მყოფი ან ასახული მიზნის მისაღწევად აუცილებელი ინფორმაციისა თუ ანალიზის მითითება. დამატებითი ინფორმაცია შესაძლებელია, მიეთითოს სქოლიოში.

დ)ციტირებული ტექსტის ბოლოს სასვენი ნიშნები – წერტილი, ორწერტილი, წერტილ-მძიმე, კითხვისა და ძახილის ნიშნები დაისმის ბრჭყალის წინ, როდესაც ისინი ასრულებენ წინადადებას და ბრჭყალის შემდეგ, კონტექსტის მიხედვით, თუ ეს ბრჭყალი ეკუთვნის ცალკეულ სიტყვას ან ფრაზას;

ე) როდესაც სიტყვასთან ერთდროულად თავს იყრის ბრჭყალი, სასვენი ნიშანი და სქოლიოს ნიშანი, უნდა დავიცვათ შემდეგი თანმიმდევრობა: 1. ბრჭყალი, 2. სასვენი ნიშანი, 3. სქოლიოს ნიშანი (თუ სქოლიო არ ეკუთვნის ბრჭყალის შიგნით რომელიმე ტერმინს); ციტირებული ტექსტის (წინადადების) ბოლოს კი: 1. სასვენი ნიშანი, 2. ბრჭყალი, 3. სქოლიოს ნიშანი. ერთად არ იწერება ორი ბრჭყალი. ფრჩხილების შემთხვევაში კი შეიძლება მათი განსხვავებული  ნორმების გამოყენება.

  1. ლიტერატურული წყაროების გამოყენებისას აუცილებელია მიეთითოს:

ა) წიგნისთვის  – ავტორის (ავტორების) გვარი, სახელის ინიციალი, წიგნის სათაური (უბრჭყალებოდ), ნაწილის, ნაკვეთის, ტომის ნომერი (თუ საჭიროა), გამომცემელი, გამოცემის ადგილი, წელი, გვერდი  (გვ.-ს გარეშე);

ბ) კრებულის სტატიისთვის –  სტატიის ავტორ(ებ)ის გვარი, სახელის ინიციალი, სტატიის სათაური (ბრჭყალების გარეშე), კრებულის სახელწოდება (ბრჭყალების გარეშე), მითითებით, თუ ვისი რედაქციით გამოდის, ნაწილის, ნაკვეთის, ტომის ნომერი (თუ  საჭიროა), გამომცემელი, გამოცემის ადგილი, წელი, გვერდი (გვ.-ის გარეშე);

გ)  ჟურნალის (გაზეთის) სტატიისთვის – სტატიის ავტორ(ებ)ის გვარი, სახელის ინიციალი, სტატიის სათაური (ბრჭყალების გარეშე), პერიოდიკის სახე შემოკლებით (ჟურნ., გაზ.,) სახელწოდება (ბრჭყალებში), ნომერი, წელი  (თვე, რიცხვი), გვერდი (გვ.-ს გარეშე); უცხოური  წყაროების  ყველა ბიბლიოგრაფიული  ელემენტი  უნდა  მიეთითოს ორიგინალის  ენაზე,  ან  იმ  ენაზე,  რომელზეც  მას  ეცნობა  ავტორი  (შესაბამისი ოფიციალური თარგმანის მითითებით).

ქართული წყაროები ინგლისურ თარგმანში ეთითება თარგმნილი სახით ქართული მითითებისათვის იდენტური სტანდარტით.

მასალა, რომელიც მოპოვებულია ინტერნეტის საშუალებით, საჭიროებს შესაბამისი ინტერნეტგვერდისა და ამ უკანასკნელის ბოლო განახლების თარიღის მითითებას; სტატიის შემთხვევაში უნდა მიეთითოს ავტორის გვარი, სტატიის სათაური, ინტერნეტგვერდი, თარიღი. სამკუთხედ     ფრჩხილებში (<….>)  მიეთითება ელექტრონული მისამართი, კვადრატულ ფრჩხილებში ([….]) კი ბოლო განახლების თარიღი.

დ) საერთაშორისო სასამართლოსა და სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებებისათვის:

საქმეებისა და მათი გადაწყვეტილებების სახელწოდებები ტექსტში გამოიყენება ქართულად, სრულად კი ორიგინალის ენაზე შეიძლება იქვე მიეწეროს, ან სქოლიოში მიეთითოს შემდეგი თანმიმდევრობით: მხარე მხარის წინააღმდეგ, წელი, გამომქვეყნებელი ორგანო, გვერდი, სასამართლო. შესაძლებელია ასევე ინტერნეტ ოფიციალურ ვებგვერდზე ოფიციალური მითითიების სტანდარტის გამოყენება.

მაგ.: დიდი ბრიტანეთის სასამართლოებისთვის: საქმე არგილი არგილის წინააღმდეგ (Argyll v. Argyll, [1967] 1Ch 302,324, .332))

ე) ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებებისათვის:

აუცილებელია ოფიციალური ეროვნული სტილის შენარჩუნება. ერთგვაროვანი ეროვნული მიდგომის არარსებობის შემთხვევაში ავტორმა უნდა იხელმძღვანელოს შემდეგი ძირითადი წესით:

საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებების გამოყენებისას უნდა გამოიყოს შემთხვევები:

  1. გადაწყვეტილება გამოქვეყნებულია,
  2. შესაძლებელია მისი გაცნობა ოფიციალურ ელექტრონულ წყაროში,
  3. ხელმისაწვდომია მხოლოდ სასამართლო არქივში და ჩამოყალიბდეს ერთიანი მიდგომები.

საერთაშორისო ორგანიზაციათა დოკუმენტების დამოწმების წესი:

გამოიყენება იმ სტილით, რომელიც გამოყენებულია ოფიციალურად საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ (იხ. ოფიციალური ვებ-გვერდები).

კონვენციებისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების მითითება:

კონვენციები   და       საერთაშორისო          ხელშეკრულებები     მიეთითება,    მაგ.: 1985   Vienna Convention for the Protection of the Ozone Layer, International Legal Materials, 1985, 1520.