[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

NEWS

აშშ-ს და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის იუბილე

27.04.2017

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ამერიკის დღეები 2017-ის ფარგლებში განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით და ამერიკისმოდნეობის პროგრამის სტუდენტების მონაწილეობით გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის აღსანიშნავი კულტურული ღონისძიება, რომელსაც არაერთ საპატიო სტუმართან ერთად ამერიკის ელჩის მოადგილე ნიკოლას ბერლინერი და ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ დაესწრნენ.

საზეიმო ღონისძიების ოფიციალურ ნაწილში სტუმრებმა ისაუბრეს იმ ტრადიციული და მყარი თანამშრომლობის მნიშნვნელობაზე, რომელიც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს აშშ-ს საელჩოსთან აკავშირებს. ხაზი გაესვა ურთიერთობების მნიშვნელობას ორი ქვეყნის მეგობრობის ჭრილშიც. ამ თვალსაზრისით უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის ინგლისურენოვანი პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრეს პროგრამის კურსდამთავრებულებმა ალექსანდრე ხუნჯუამ და ნინო მოდებაძემ, რომლებიც წარმატებულად არიან დასაქმებულები საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისში.