[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

NEWS

„განათლების თანამედროვე ტენდენციები საქართველოში“ პრეზენტაცია

30.01.2019

29 იანვარს, წიგნის „განათლების თანამედროვე ტენდენციები საქართველოში“გაიმართა პრეზენტაცია, რომელიც ეფუძნება INTERC 2018 (ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენცია) საკონფერენციო მასალებს. პროფესორმა დოქტორმა ნათელა დოღონაძემ, გამოცემის რედაქტორმა, ისაუბრა კვლევაში პუბლიკაციაში ახალგაზრდა მეცნიერების ჩართვის მნიშვნელობის შესახებ. ავტორებმა – სტუდენტ-მაგისტრანტებმა და დოქტორანტებმა კი საკუთარი ნაშრომები წარადგინეს.

წაგნს ჰყავს ორი საერთაშორისო რეცენზენტი – პროფ., დოქტორიიაროსლავ კრაიკა პოლონეთიდან (მარი კიური-სკლოდევსკაიას უნივერსიტეტი) და დოქტორი ჯონ სმედსი ფინეთიდან (ტურკუს უნივერსიტეტიდან). წიგნი დაიბეჭდა გერმანულ გამომცემლობაში „ლამბერტ აქადემიქ ფაბლისშერს.“