[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

NEWS

ევროკავშირის ელჩის იანოშ ჰერმანის საჯარო ლექცია

19.12.2016

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სოცილურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვევით, საქართველოში ევროკავშირის ელჩის, იანოშ ჰერმანის საჯარო ლექცია – "გადაწყვეტილების მიღების პროცესის გამოწვევები საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე" გაიმართა.

საჯარო ლექცია ჩატარდა ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული პროექტის "გადაწყვეტილების მიღების პროცესის გამოწვევები საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაში“ ფარგლებში.

სტუმარმა სტუდენტებთან ევროკავშირის წინაშე არსებული პრობლემების, საქართველოს და ევროკავშირის ორმხრივი თანამშრომლობისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა.