[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

NEWS

თამარ შიოშვილის წიგნის – „ამერიკის კულტურა და საზოგადოება“ პრეზენტაცია

12.06.2017

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის და აბრეშუმის გზის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ამავე უნივერსიტეტის განათლების და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის, ამერიკისმცოდნეობის პროგრამების ხელმძღვანელის, პროფესორ თამარ შიოშვილის წიგნის – „ამერიკის კულტურა და საზოგადოება“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი ეძღვნება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს.

პრეზენტაციას ესწრებოდნენ ამერიკის ელჩის მოადგილე ნიკოლას ბერლინერი და საელჩოს სხვა წარმომადგენლები. ასევე, ამსტერდამის უნივერსიტეტის ლექტორები, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნების ინსტიტუტის დირექტორი პროფ. ვასილ კაჭარავა და ამერიკისმცოდნეობის პროფესორები.