[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

NEWS

იუსტიციის უმაღლესი სკოლის წარმომადგენელი იბსუში

28.04.2017

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით იუსტიციის უმაღლესი სკოლის წარმომადგენელი – სალომე კვარაცხელია ესტუმრა. შეხვედრაზე სტუმარმა სტუდენტებს იუსტიციის უმაღლესი სკოლის ხედვა, მისია, ღირებულებები, იუსტიციის უმაღლესი სკოლის საქმიანობის პრინციპები გააცნო.

იუსტიციის უმაღლესი სკოლა მაღალი რეპუტაციის მქონე საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომელიც სამოსამართლო კანდიდატების, მოსამართლეების, მოსამართლეთა თანაშემწეების და სასამართლოს სხვა თანამშრომლების მაღალ პროფესიულ სწავლებას უზრუნველყოფს. ზემოაღნიშნული უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს დღევანდელ შეხვედრას სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის და საშუალება მიეცათ, მათთვის საინტერესო კითხვებზე მოესმინათ კომპეტენტური პასუხები.