[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

NEWS

ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექცია

22.12.2015

"წიგნიერების მნიშვნელობა თანამედროვე სამყაროში" – სწორედ ამ თემაზე წაიკითხა ლევან ბერძენიშვილმა საჯარო ლექცია შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში.

როგორც ფილოლოგმა და რადიო ''შოკალადის“ გადაცემა ''წიგნების“ ავტორმა სტუდენტებთან შეხვედრაზე ლიტერატურის დანიშნულებაზე საუბრისას აღნიშნა, თავისუფალი აზროვნების ჩამოყალიბება, სტერეოტიპებისგან განთავისუფლება, წარმოსახვის უნარის განვითარება და ცხოვრებისეული ტრამვების გადატანაში დახმარებაა ლიტერატურის დანიშნულება.

საჯარო ლექციამ სტუდენტებში განსაკუთრებული ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.

შეხვედრა "წარმატებულთა კლუბის'' ორგანიზებით გაიმართა.