[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

NEWS

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა

04.10.2016

განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი მოქმედ ან მომავალ მასწავლებლებს იწვევს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აკრედიტებულ ერთწლიან, 60-კრედიტიან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე.

პროგრამა მიზნად ისახავს ინგლისური ენის საწყისი, საბაზისო და საშუალო საფეხურის მასწავლებლისან საბაზისო და საშუალო საფეხურის მათემატიკის მასწავლებლების მომზადებას. მაღალკვალიფიციური განათლების სპეციალისტები, მდიდარი აკადემიური და სამეცნიერო წყაროები, სტუდენტზე ორიენტირებული გარემო უზრუნველყოფს პროგრამაზე ჩარიცხული კანდიდატებისათვის ხარისხიანი განათლების მიცემას, რომელიც პასუხობს თანამედროვე სტანდარტებსა და მოთხოვნებს.

 

სწავლის ღირებულება

ინგლისური ენის მასწავლებელი – 2250 ლარი

მათემატიკის მასწავლებელი – 2150 ლარი

 

სწავლების ენა

პროგრამის სწავლების ენა არის ინგლისური.

 

პროგრამაზე ჩარიცხვა და დაფინანსება

პროგრამაზე შესაძლებელია 30 სტუდენტის ჩარიცხვა – 15 ინგლისური ენისა და 15 მათემატიკის მასწავლებლის პროგრამაზე. ორივე მიმართულების (ინგლისური ენის ან მათემატიკის მასწავლებელი) აპლიკანტებიდან 9 კანდიდატს ეძლევა შესაძლებლობა საკუთარი განათლების დასაფინანსებლად მოიპოვოს სახელმწიფო გრანტი. გრანტი გაიცემა კონკურსის საფუძველზე: წერილობითი გამოცდა – სამოტივაციო წერილი.

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის საფუძველია:

ა) შესაბამის საგნის გამოცდის (ინგლისური ენა ან მათემატიკა) ჩაბარება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში;

ბ) შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული გამოცდის ჩაბარება.

ორივე ეტაპის წარმატებით გავლის შედეგად აპლიკანტი ჩაირიცხება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე.

სახელმწიფო გრანტი მიენიჭება შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული გამოცდის შედეგების საფუძველზე შექმნილი რანჟირების დოკუმენტში შეყვანილ პირველ ცხრა აპლიკანტს.

 

რეგისტრაციის ვადა და საჭირო დოკუმენტაცია

პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა საჭირო დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში 3 ოქტომბრიდან (9:00-17:00) 10 ოქტომბრის (9:00-14:00)ჩათვლით ადმინისტრაციული შენობის 302-ე ოთახში (შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ, #2, ადმინისტრაციული შენობა, მე-3 სართული).

საჭირო დოკუმენტაცია:                                                

· განაცხადი (შეივსება ადგილზე);

· ბაკალავრის,მაგისტრის და/ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელიდიპლომისსანოტაროწესითდამოწმებულიასლი;

· უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის შემთხვევაში, აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს ცნობა უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ სსიპ -განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;

· პირადობის მოწმობის ასლი;

· 2 ფოტოსურათი (3X4);

· ფოტო CD დისკზე;

· რეზიუმე ქართულ და ინგლისურ ენებზე

· სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამდასტურებელი დოკუმენტი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულ პირთათვის);

·   საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატი

 

უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული გამოცდა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრულ გამოცდა ჩატარდება 10ოქტომბერს 16:00, 402-ეაუდიტორიაში (ადმინისტრაციული შენობა, მე-4 სართული).

გამოცდა ჩატარდება წერილობითი ფორმით ინგლისურ ენაზე: სამოტივაციო წერილი (500-600 სიტყვა). გამოცდის ხანგრძლივობა 90 წუთი.

გამოცდის შედეგები

გამოცდის შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით 11ოქტომბერს.

გამოცდის შედეგების გასაჩივრება

შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია 12 ოქტომბერს 9:00-დან 14:00-მდე.

საბოლოო შედეგების გამოცხადება

გამოცდის საბოლოო შედეგები გამოცხადდება 12 ოქტომბერს.

 

აპლიკანტებთან ხელშეკრულების გაფორმება

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში აპლიკანტებთან ხელშეკრულება გაფორმდება 13 ოქტომბერს (9:00-14:00).

 

სამოტივაციო წერილის შეფასების კრიტერიუმები

 

 

საკონტაქტო პირები

დეტალური ინფორმაციისათვის გთხოვთ მიმართოთ:

ნიკოლოზ ფარჯანაძე

ასოც. პროფ. დოქტ., პროგრამის კოორდინატორი

მობ. ტელ.: +995 558 902 185

ელ-ფოსტა: nparjanadze@ibsu.edu.ge

დიანა მჭედლიშვილი                                         

ასოც. პროფ. დოქტ., უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი

მობ. ტელ: 599 110 829

ელ-ფოსტა: dmtchedlishvili@ibsu.edu.ge