რატი ამაღლობელის საჯარო ლექცია - ’’ევროპა და საქართველო - ღირებულებების კავშირი“ - International Black Sea University
[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]

Follow us:

TEL: +995 32 259 50 05/06/09

Top
Image Alt

NEWS

რატი ამაღლობელის საჯარო ლექცია – ’’ევროპა და საქართველო – ღირებულებების კავშირი“

18.03.2016

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში რატი ამაღლობელის საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე ’’ევროპა და საქართველო – ღირებულებების კავშირი“

რამდენად ვართ ევროპული ოჯახის წევრი, ქართული კულტურა, ლიტერატურა, როგორ ასახავს იმ ფასეულობებს რასაც დასავლური ღირებულებები ჰქვია და რა ვიცით რეალურად მათ შესახებ.

რა კავშირშია საქართველოში მიმდინარე ლიტერატურული თუ სხვა კულტურული პროცესები ევროპულ კულტურასთან და ტრადიციებთან. რატომ ვირჩევთ ევროპას, რა ღირებულებებია სინამდვილეში ეს და რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ევროპული არჩევანი. ამასთან, როგორია ე.წ. მითები ევროპისა და დასავლური ღირებულებების შესახებ – საჯარო ლექცია ამ და სხვა საინტერესო თემის გარშემო წარიმართა და ინტერაქტიულ რეჟიმში გაგრძელდა. სტუდენტებს მათთვის საინტერესო თემებზე შეკითხვების დასმის შესაძლებლობა ჰქონდათ.