[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

NEWS

სემინარი ეკონომიკის, სოციალურ მეცნიერებათა და ბიზნესის მკვლევარებისთვის

09.06.2016

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის აბრეშუმის გზის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით სემინარი გაიმართება თემაზე "გამოყენებითი სტატისტიკური ინსტრუმენტები და მეთოდები ეკონომიკის, სოციალურ მეცნიერებათა და ბიზნესის მკვლევარებისთვის", რომელსაც ლაშა ქავთარაძე (ეკონომიკის დოქტ. Milan / იტალია) გაუძღვება.

მისი კვლევის სფეროა გამოყენებითი მაკროეკონომიკა, მაკროეკონომეტრიკა, დროის სერიის ანალიზი, პროგნოზირება და ა.შ. ინტენსიური კურსი 13 ივნისიდან 18 ივნისამდე გაგრძელდება და 18 საათს მოიცავს.