[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

NEWS

სკოლის მასწავებელთა ტრენინგების სერია

31.05.2016

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინიციატივითა და ორგანიზებით ტრენინგების სერია გაიმართა. პროექტის ფარგლებში სკოლების ადმინისტრატორებსა და მასწავლებლებს შემდეგი ტრენინგები ჩაუტარდათ: ინგლისური ენის მასწავლებელთა ტრენინგი,საგნობრივ მასწავლებელთა ტრენინგი, სკოლის ადმინისტრატორთა ტრენინგი.

ინგლისური ენის ტრენინგები მიზნად ისახავდა მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებას, როგორც ზოგადპედადოგიური კუთხით, ისე კონკრეტულად ინგლისური ენის სწავლების კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, ასევე, საგნობრივ მასწავლებლების ცოდნის სრულყოფას პედაგოგიური, ფსიქოლოგიური და საკლასო მენეჯმენტის კუთხით. ადმინისტრატორთა ტრენინგი კი თავის მხრივ, მიზნად ისახავდა სკოლის ადმინისტრაციული პირების (დირექტორი, მოადგილე, სასწავლო ნაწილი) ცოდნის სრულყოფას პედაგოგიური, ფინანსური, განათლების მენეჯმენტისა და საკანონმდებლო მიმართულებით.

დიდი მოთხოვნის გამო, ანალოგიური ტრენინგები მომავალშიც გაიმართება.