[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

NEWS

’’ყავა პროფესორთან“

07.10.2015

6 ოქტომბერს კლუბ ’’ყავა პროფესორთან“  მორიგი შეხვედრა გაიმართა. არაოფიციალური, მყუდრო გარემო, ცხელი ყავა და გემრიელი შოკოლადი, გულახდილი საუბრისთვის განწყობილი პროფესორი და საინტერესო კითხვებით შეიარაღებული სტუდენტები წარმატებული შეხვედრის შეუცვლელი დეტალებია.

კლუბი 2014 წლის ნოემბერში დაარსდა და დღემდე არ კარგავს აქტუალურობას სტუდენტებისა და ლექტორების ფართო წრეში კლუბი. მუდმივი ინტერესი განპირობებულია სწორედ უნიკალური შესაძლებლობით -სტუდენტებმა გაიცნონ პროფესორების ის დაფარული მხარეები, რომელთა გამომჟღავნებაც ლექციების მსვლელობისას შეუძლებელია.

ახალი სეზონის რიგით მე-2 შეხვედრის სტუმარი შავი ზღვის საერთაშორისო უნვერსიტეტის ასოცირებული ლექტორი -აზერ დილანჩიევი იყო. შეხვედრამ წარმატებულად ჩაიარა, რაც განპირობებული იყო სტუდენტების  ჩართულობითა და ლექტორის უშუალობით.