[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

NEWS

’’შესავალი პროგრამირებაში“

19.11.2015

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინოვაციების ლაბორატორიის ორგანიზებით საჯარო ლექცია გაიმართა, თემაზე ’’შესავალი პროგრამირებაში“.

ლექცია ’’კორ სტანდარტ ბანკის“ უფროსმა დეველოპერმა, გივი ბიბილეიშვილმა წაიკითხა. საუბარი შეეხო ყველაზე მოთხოვნადი პროგრამული ენების გამოყენებას, იმ მობილურ აპლიკაციებს, რომელთა შექმნაც სტუდენტებს ამ ეტაპზე შეუძლიათ.

შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო, ასევე, იმ ეტაპებს, რომლებიც სტუდენტებმა უნდა გაიარონ იმისათვის, რომ წარმატებული პროგრამისტები გახდნენ.

სტუმარმა სტუდენტების შეკითხვებსაც უპასუხა და ურჩია, პროგრამირების ის მიმართულება აირჩიონ, რომლის შესწავლაც რეალურად სურთ.