[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

NEWS

მე-5 საერთაშორისო კონგრესი თემაზე ტენდენციები უმაღლეს განათლებაში

06.06.2015

ამა წლის 5 და 6 ივნისს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმომადგენლები, პრორექტორი

სამეცნიერო-კვლევით დარგში პროფ. დოქტ. ილიას უსთუნიერი და განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი პროფ. დოქტ. თამარ შიოშვილი დაესწრნენ საერთაშორისო უნივერსიტეტების ასოციაციის მიერ ორგანიზებულ მე-5 საერთაშორისო კონგრესს თემაზე „ტენდენციები უმაღლეს განათლებაში: მესამე თაობის უნივერსიტეტები“. 2 დღიან კონგრესს ასევე ესწრებოდნენ ამერიკის, ევროპის, აზიისა და აფრიკის ქვეყნების უნივერსიტეტების რექტორები და დეკანები, სადაც განიხილეს მესამე თაობის უნივერსიტეტების ამჟამინდელი და მომავალი მდგომარეობა, უახლესი ინოვაციური პროდუქციის ან/და მომსახურებების დანერგვასა და ცოდნის ტრანსფორმაციასთან (ტრანსფორმირება/გარდაქმნა) დაკავშირებული საკითხები.

ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორებმა სხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად ისაუბრეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა საერთაშორისო პლატფორმის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას, უზრუნველყოფს მესამე თაობის უნივერსიტეტების სტრატეგიულ პარტნიორებთან სამეწარმეო განათლების სფეროში გრძელვადიან თანამშრომლობას.