[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

NEWS

ტრენინგ კურსი თემაზე „წყვილში და ჯგუფში მუშაობა“ შზსუ-ს აკადემიური პერსონალისთვის

16.06.2015

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისთვის ტარდება ტრენინგ კურსები.

ლექტორთა ხმათა უმრავლესობით შეირჩა სამი თემა: „თვით-განვითარება“ (Self-Development),  „წყვილში და ჯგუფში მუშაობა“ (Organizing Pair and Group Work)  და „ინტერაქტიური ლექცია“ (Interactive Lecture).
ამა წლის 16 ივნისს, შზსუ-ს განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორმა ეკატერინე ფიფიამ ჩაატარა რიგით მეორე ტრენინგი თემაზე: „წყვილში და ჯგუფში მუშაობა“, რომელსაც ესწრებოდა უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის 23 თანამშრომელი. შეხვედრა იყო ძალზედ  ეფექტური, ტრენინგი ატარებდა ინტერაქტიურ ხასიათს, სადაც ლექტორები  საინტერესო აქტივობებს გაეცნენ.
შეგახსენებთ, რომ მომდევნო ტრენინგ კურსი თემაზე „ინტერაქტიურ ლექცია“, მას ჩაატარებს ამავე ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ნიკოლოზ ფარჯანაძე, სამშაბათს, 23 ივნისს 3 საათზე (ადმინისტრაციული შენობა, მე-2 სართული, ოთახი #214).