[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

NEWS

შზსუ აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად 3 წლის ვადით, შემდეგი მიმართულებით

02.07.2015

 ინფორმატიკა: ასოცირებული პროფესორი (1 ვაკანსია)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მობილური კომპიუტინგისა და უსაფრთხოების დარგის ცოდნა (დოკუმენტურად დადასტურებული);
  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნის B2 დონე (საჭიროების შემთხვევაში);
  • უნივერსიტეტის დებულებით დადგენილ ქულათა სისტემაში ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავებისათვის საჭირო ქულათა რაოდენობის დაგროვება.

პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი დონე;
  • ადამიანებთან ურთიერთობის უნარი;
  • პრეზენტაციის უნარი; 
  • პედაგოგიური უნარ-ჩვევები; 
  • ანალიტიკური, ლოგიკური აზროვნების უნარი. 

 

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:

  • განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის მითითებით;
  • ავტობიოგრაფია (CV); 
  • საკვალიფიკაციო დიპლომების ნოტარიულად დამოწმებული ასლები (უცხო ქვეყნის მიერ გაცემული დიპლომის შემთხვევაში სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აღიარებული და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);
  • სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის დამადასტურებელი ცნობა; 
  • ტრენინგებსა და კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტის/სერთიფიკატის ასლები (არსებობის შემთხვევაში);
  • დარგის შესაბამისი სამეცნიერო შრომებისა და პუბლიკაციების სია და მათი დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ბოლო 5 წლის განმავლობაში); 
  • 2 ფერადი ფოტოსურათი (3×4) – ამობეჭდილი და ელექტრონული ვერსია (CD დისკზე/ელ-ფოსტაზე);
  • პირადობის მოწმობის/ID ბარათის ასლი; 
  • არსებობის შემთხვევაში დარგის შესაბამის სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ბოლო 5 წლის განმავლობაში);
  • ინგლისური ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატის ასლი/ინგლისურ ენაზე მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი – სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აღიარებული (უცხო ქვეყნის მიერ გაცემული დიპლომის შემთხვევაში) და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანით (საჭიროების შემთხვევაში);
  • საკონკურსო ვაკანსიისთვის დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისი სხვა დოკუმენტაცია – პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, დამატებით კრიტერიუმებთან კონკურსანტის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (სურვილისამებრ).

 

დაინტერესებულმა პირებმა მითითებული დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ 2015 წლის 27 ივლისიდან 2015 წლის 7 აგვისტოს ჩათვლით (10:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე) შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტის დეკანატში.

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ: ტელ: 2595005/შიდა 161, ელ.ფოსტა:tlekishvili@ibsu.edu.ge

მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ, #2.