[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

NEWS

EBRD-ის დირექტორის კავკასიის რეგიონში, ბრუნო ბალვანერალ ლექცია

02.05.2017

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტის მოწვევით, EBRD-ის დირექტორმა კავკასიის რეგიონში, ბ-ნ ბრუნო ბალვანერამ საჯარო ლექცია გამართა თემაზე: „EBRD-ის როლი საქართველოში და კერძო სექტორის განვითარება“.

მოწვეულმა სტუმარმა დამსწრე საზოგადოებას გააცნო საკუთარი მოკლე ბიოგრაფია და ვრცლად ისაუბრა EBRD-ის არსზე, მის მნიშვნელობასა და კერძოდ, მისი შექმნის ისტორიის შესახებ, სადაც აღნიშნა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დაარსების მიზანი იყო პოსტსაბჭოთა, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ეკონომიკური განვითარება და აღორძინება. რამაც ისტორიული როლი ითამაშა და მოიპოვა ცვლილებების შემუშავების უნიკალური გამოცდილება რეგიონში და მის ფარგლებს გარეთაც. 

 ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისთვის მნიშვნელოვანია ხელი შეუწყოს პროგრესს "ბაზარზე ორიენტირებულ ეკონომიკასა და კერძო და სამეწარმეო ინიციატივაში". 1990-იანი წლების დასაწყისში ეს მისი სახელმძღვანელო პრინციპი გახლდათ.

EBRD-ს საქართველოსთან ძალიან წარმატებული ურთიერთთანამშრომლობის 20 წელი აკავშირებს და მას დღემდე 160-მდე პროექტში 2,6 მილიარდი დოლარი აქვს ინვესტირებული. 2013 შემუშავდა ურთიერთობის ახალი სტრატეგია შემდეგი პრიორიტეტებით: ინვესტირების გზით კერძო სექტორის ხელშეწყობა, ენერგეტიკა და ლოჯისტიკა, ტელეკომუნიკაცია, ინფრასტრუქტურა და ფინანსური სექტორი. ბალვანერამ ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნის ძლიერი საბანკო სისტემა და ექსპორტის მაღალი მაჩვენებელი, რეგიონების განვითარებაზე ფოკუსირება – ქვეყნის ეკონომიკური ზრდის და განვითარების საწინდარია.