[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

NEWS

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ELSEVIER-ის საერთაშორისო სამეცნიერო სისტემაში ჩაერთვება

05.02.2019

2019 წლიდან, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სრული დაფინანსებით, საქართველოში არსებული უნივერსიტეტები და სამეცნიერო – კვლევით ცენტრები ჩაერთვებიან ELSEVIER-ის სისტემაში და წვდომა ექნებათ მასში შემავალ Scopus და Science Direct-ის ბაზებზე.

სისტემაში ჩართვა უნივერსიტეტს საშუალებას მისცემს ისარგებლოს მსოფლიოში გამოქვეყნებული უახლესი სამეცნიერო ლიტერატურით. 
ELSEVIER – წამყვანი საერთაშორისო ონლაინ გამომცემლობაა, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს უახლეს სამეცნიერო ლიტერატურას, სტატიებს, რეფერატებს, წიგნებს.

აღნიშნულ ბაზებზე წვდომა მნიშვნელოვანია ქართველ მეცნიერთათვის უახლესი ელექტრონული სამეცნიერო ბაზებისა და პუბლიკაციების წვდომის უზრუნველყოფისა და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირების ხელშეწყობისათვის.

ELSEVIER – საინფორმაციო-ანალიტიკური სისტემაშო, ამჟამად 7200-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული და 70 ოფისი აქვს მსოფლიოს 24 ქვეყანაში.