[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

NEWS

IBSU-ს სტუდენტების სოლიდარობის აქცია თურქეთის საელჩოსთან

30.06.2016

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტების ინიციატივით თურქეთის საელჩოსთან მდუმარე აქცია გაიმართა.

სტუდენტებმა სიმბოლურად დაანთეს სანთლები და მიიტანეს ყვავილები, რითაც მწუხარება გამოხატეს ათათურქის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის გამო. აღსანიშნავია, რომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, სხვა 19 ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად, არაერთი თურქი სტუდენტი სწავლობს.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები გმობენ ძალადობას და ტერორიზმს.