[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

NEWS

პროგრამირების დღე IBSU-ში

06.02.2017

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტის მიერ ორგანიზებული ღონისძიების "პროგრამირების დღე IBSU-ში" ფარგლებში IX-X კლასის მოსწავლეებს პრაქტიკული ტრენინგი ჩაუტარდათ.

ამასთან, გაეცნენ პროგრამირების ისტორიასა და საფუძვლებს. ტრენინგის მონაწილეებმა ვიზუალური პროგრამირების საშუალებით მარტივი, სახალისო პროგრამებიც დაწერეს. დაათვალიერეს უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა და გაიგეს იმ შესაძლებლობების შესახებ, რომლის მიღებასაც IBSU-ში სწავლის შემთხვევაში შეძლებენ.

ღონისძიების დასკვნით ნაწილში მონაწილეებს შორის გაიმართა შეჯიბრი წინასწარ განსაზღვრული ამოცანის სწრაფად და სწორად შესრულებაში. გამარჯვებულებსა და მონაწილეებს გადაეცათ სიმბოლური პრიზები და სერთიფიკატები.