[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სარეიტინგო სისტემის მონაწილეთა დაჯილდოვების ცერემონიალი

Law and State Governance School

სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით, 2 ოქტომბერს სარეიტინგო სისტემის მონაწილეთა დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა.სარეიტინგო სისტემის ფარგლებში გამოვლინდნენ ის სტუდენტები, რომლებმაც სემესტრის განმავლობაში აკადემიური და სოციალური კუთხით ყველაზე მეტი აქტივობა განახორციელეს.

სარეიტინგო სისტემის გამარჯვებული გახდა, სამართლის საბაკალავრო პროგრამის მეორე კურსის სტუდენტი დიანა ნიკოლაიშვილი. გამარჯვებული ერთი სემესტრის განმავლობაში მიიღებს სტიპენდიას.

სარეიტინგო სისტემის ყველა მონაწილეს გადაეცა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

2 ოქტომბერს სამართლის ფაკულტეტზე დაიწყო სარეიტინგო სისტემის ახალი ნაკადის რეგისტრაცია,ნებისმიერ სტუდენტს აქვს შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა და გამოსცადოს საკუთარი შესაძლებლობები.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 9 ოქტომბერი.