[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

NEWS

რიჩარდ უეიტსი: ”აშშ-ს რუსეთთან ურთიერთობის გავლენა საქართველოზე”

29.10.2015

28 ოქტომბერს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ამერიკის საელჩოს მიერ მოწვეულმა გამოჩენილმა ამერიკელმა პოლიტოლოგმა, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორმა, რიჩარდ უეიტსმა საჯარო ლექცია გამართა თემაზე:

 ''ამერიკის შეერტებული შტატების რუსეთთან ურთიერთობის გავლენა საქართველოზე''. მოწვეულ სტუმარსა და სტუდენტებს შორის საინტერესო დისკუსია დაგეგმილზე მეტხანს გაგრძელდა. 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო კვლავ რჩება საკითხად, რომელზეც ნატო-სა და რუსეთს უთანხმოება აქვთ. ალიანსი ცალსახად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში. ამასთან, დადებითად აფასებს ნაბიჯებს, რომელიც საქართველომ სამხედრო ალიანსში ინტეგრაციის მიმართულებით გადადგა. 

რიჩარდ უეიტსი არის ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და სამხედრო -პოლიტიკური ცენტრის დირექტორი, ასევე, Wikistrat-ის ექსპერტი. მისი ამჟამინდელი კვლევითი საქმიანობა მოიცავს, როგორც თავდაცვით რეფორმებს, ისე, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის საკითხებსა და შიდა უსაფრთხოებას. იგი აშშ-ს ეროვნული უშიშროების რეფორმაზეც მუშაობდა.