[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

NEWS

კიბერ ტერორიზმი

04.11.2015

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, კიბერტერორიზმის შესახებ, საჯარო ლექცია
გაიმართა. ლექციაზე საუბარი იყო ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორიცაა კიბერუსაფრთხოება, კიბერომი, საერთაშორისო გამოწვევები და საქართველოს განვითარების პერსპექტივა ამ მიმართულებით.

ლექციას უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიის ( C.A.S.E.) დირექტორი, ინსტრუქტორ-ანალიტიკოსი კიბერუსაფრთხოების საკითხებში ლაშა პატარაია და ამავე აკადემიის ანალიტიკოსი ტერორიზმის საკითხებში გიორგი რობაქიძე
გაუძღვნენ.

უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემია (C.A.S.E.) არის ერთადერთი კვლევითი და საგანმანათლებლო ორგანიზაცია კავკასიის მასშტაბით, რომელიც ფოკუსირებულია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა
დაზვერვა, კიბერუსაფრთხოება და ანტიტერორიზმი. აკადემია უკვე არაერთი წელია ამზადებს უსაფრთხოების სხვადასხვა კომპეტენციის პროფესიონალებს სამართალდამცავი უწყებებიდან, საბანკო სექტორიდან, მსხვილი კორპორაციებიდან. CASE-ის სტუდენტები არიან IT სპეციალისტები, სამხედროები, იურისტები, დიპლომატები, ჟურნალისტები. სხვადასხვა პროფესიის, ასაკისა და ინტერესის ადამიანები.

უსაფრთხოების ექსპერტთა კავკასიის აკადემიის სერვისებით სარგებლობენ უმსხვილესი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის არიან: მეკობრეობასთან ბრძოლის საკითხებში Microsoft; კორპორაციულ ტრენინგებში British Petroleum-ის კონტრაქტორი კომპანიები; კვლევით პროექტებში Publicis Dialog; სახანძრო უსაფრთხოებაში მსხვილი ინფრასტრუქტურული ობიექტები, როგორიცაა მთაწმინდის პარკი და ა.შ.