[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

აშშ-ს საელჩოს ორგანიზებულ ტრენინგს იბსუს პროფესორები უძღვებიან

08.12.2017

8-9 დეკემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით მართავს ტრენინგს – „ინგლისური ენის სწავლება და ამერიკული კულტურა“.

პროექტის მიზანია საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებლებს დაეხმაროს ინგლისური ენის სწავლებისა და ამერიკული კულტურის შესახებ ცოდნის გაღრმავებაში. პროექტი გულისხმობს პედაგოგების ხელშეწყობას პრაქტიკის გასაუმჯობესებლად. 
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი მადლობას უხდის ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საქართველოში ამ შესაძლებლობისათვის და გამოთქვამს მზადყოფნას მხარი დაუჭიროს ამგვარ ღირებულ ინიციატივებს.