[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

„განათლების საერთაშორისო ცენტრის“ დირექტორის ნინო ჭელიძის ლექცია

15.11.2017

14 ნოემბერს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი ნინო ჭელიძე, ამავე, ცენტრის სტიპენდიატის ასოც. პროფ. დოქ. ნინო კერესელიძის მოწვევით, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ეწვია. სტუმარს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფ. დოქ. ილიას ჩილოღლუმ უმასპინძლა.

 სტუდენტებთან ინტერაქციულმა სახის საჯარო ლექციამ თემაზე „საერთაშორისო განათლება და ინტერნაციონალიზაცია“ დიდი ინტერესი გამოიწვია, როგორც მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში სტიპენდიით სწავლის, ასევე, საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლებით დაინტერესებულ აკადემიურ და ადმინისტრაციულ პერსონალსა და საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამაში ჩართვის მსურველებს შორის.