თბილისის   მერია   სოციალურად   დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის  წევრი  და  შშმ  სტუდენტებისთვის   2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის   სემესტრის  სწავლის  საფასურის  დაფინანსების მიზნით განცხადებების მიღებას იწყებს - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

თბილისის   მერია   სოციალურად   დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის  წევრი  და  შშმ  სტუდენტებისთვის   2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის   სემესტრის  სწავლის  საფასურის  დაფინანსების მიზნით განცხადებების მიღებას იწყებს

05.09.2022

თბილისის   მერია   სტუდენტთა  დაფინანსების პროგრამის  ფარგლებში  1  სექტემბრიდან   სოციალურად   დაუცველი,  მრავალშვილიანი ოჯახის  წევრი  და  შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2022-2023  სასწავლო  წლის შემოდგომის  სემესტრის  სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების  მიღებას იწყებს.

1.პროგრამის  ფარგლებში   დაფინანსდებიან:

1.1 სოციალურად დაუცველი სტუდენტები: საქართველოს მოქალაქე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული  პირი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით  ჩაირიცხა   ბაკალავრიატის, მაგისტრატურის  ან დოქტორანტურის   აკადემიურ საფეხურზე,  არის  აქტიური  სტატუსის მქონე   სტუდენტი  და  რეგისტრირებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და  მინიჭებული სარეიტინგო ქულა ტოლია ან  ნაკლებია 150 000-ზე   და  „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან“ ამონაწერში ოჯახის საცხოვრებელი ადგილის მისამართად მითითებულია  ქალაქი  თბილისი.

1.2 მრავალშვილიანი  ოჯახის  წევრი  სტუდენტები: საქართველოს მოქალაქე, ქალაქ თბილისის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით  ჩაირიცხა   ბაკალავრიატის, მაგისტრატურის  ან დოქტორანტურის   აკადემიურ  საფეხურზე,  არის  აქტიური სტატუსის მქონე   სტუდენტი  და კანონმდებლობით დადგენილი წესით არის მრავალშვილიანი ოჯახის წევრი (ოთხი და მეტი შვილი).

1.3  შეზღუდული  შესაძლებლობის  სტატუსის  მქონე  სტუდენტები:  საქართველოს მოქალაქე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით  ჩაირიცხა   ბაკალავრიატის, მაგისტრატურის  ან დოქტორანტურის   აკადემიურ საფეხურზე,  არის  აქტიური სტატუსის მქონე   სტუდენტი  და კანონმდებლობის  შესაბამისად მინიჭებული აქვს  ზომიერად,  მნიშვნელოვნად  ან  მკვეთრად   გამოხატული  შეზღუდული  შესაძლებლობის  სტატუსი.

 

დაფინანსების  ოდენობა   სემესტრულად  შეადგენს  არაუმეტეს  1125 ლარს  და დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში მიღებული   აკადემიური მოსწრების საშუალო  არითმეტიკულ ქულაზე:

  • 90-ზე მეტი – 100 ქულის ჩათვლით –  სემესტრული თანხის არაუმეტეს  100% (1125 ლარი) სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ არის 150 000-ის ტოლი ან  ნაკლები, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტებისთვის და  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის;
  • 70-ზე მეტი – 90  ქულის ჩათვლით – სემესტრული თანხის  არაუმეტეს 100%, (1125 ლარი) სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა   ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ არ  აღემატება 70 000-ს და მნიშვნელოვნად   ან მკვეთრად გამოხატული  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის;

 

ხოლო  სემესტრული თანხის არაუმეტეს  70%  (787.5 ლარი) სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ არის 70 000-ზე მეტი და 150 000-ის ტოლი ან ნაკლები, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტებისთვის და ზომიერად გამოხატული  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისათვის;

  • ტოლია ან  ნაკლებია  70  ქულაზე – სემესტრული თანხის არაუმეტეს 70% (787.5 ლარი)  მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტუდენტისათვის,  ხოლო სემესტრული თანხის   არაუმეტეს 50% (562.5 ლარი) სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ ტოლია ან ნაკლებია 150 000 -ის, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტებისთვის და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისათვის;

დაფინანსების მისაღებად  სტუდენტმა თბილისის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • პირადი განცხადება
  • საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი;
  • სოციალურად დაუცველი სტუდენტის შემთხვევაში –  ამონაწერი „სოციალურად  დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან“,  შეზღუდული შესაძლებლობის  მქონე ან  მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტის  შემთხვევაში –  სტატუსის დამადასტურებელი   ცნობა  შესაბამისი  ადმინისტრაციული ორგანოდან;
  • ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას სტუდენტის სტატუსის და წლიური გადასახადის შესახებ;
  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ამონაწერი, წინა სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ (გარდა პირველი სემესტრის სტუდენტებისა);
  • იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის შემთხვევაში-დოკუმენტი, დროებითი რეგისტრაციის ადგილის შესახებ, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოდან.
  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბანკო რეკვიზიტები/ანგარიშფაქტურა.
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან  მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტის  შემთხვევაში – თბილისში რეგისტრაციის დამადასტურებელი ცნობა (განცხადების შემოტანის მომენტისთვის სტუდენტს არანაკლებ ბოლო 6 (ექვსი) თვის განმავლობაში უნდა უფიქსირდებოდეს  რეგისტრაცია  ქალაქ  თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე).

 

პროგრამის  ფარგლებში  პირველი   სემესტრის სტუდენტები დაფინანსდებიან სემესტრული თანხის  (1125 ლარი)   50%-ით.

განცხადების   მიღება   დაიწყება    2022   წლის  1    სექტემბრიდან  და   გაგრძელდება  30  ნოემბრის  ჩათვლით  (მის: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარია,  შარტავას ქ. N7).

სტუდენტებს    განცხადებების  შემოტანა   ასევე   შეუძლიათ   თბილისის  რაიონული გამგეობების   სერვის    ცენტრებში  ან ელექტრონულ პლატფორმაზე: www. my.municipal.gov.ge. (ელექტრონული ხელმოწერისთვის აუცილებელია სპეციალური მოწყობილობის არსებობის შემთხვევაში).