[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო IBSU-ში

09.07.2022

15 ივლისს 18:00 საათიდან შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო გაიმართება!

ღონისძიებაზე, საზეიმო ვითარებაში, 2022 წლის საბაკალავრო პროგრამების, 2020, 2021 და 2022 წლის სამაგისტრო სკოლის და 2021-2022 წლების მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სიმბოლური მისალოცი, აგრეთვე გაიმართება სამახსოვრო ფოტოსესიაც. საღამოს მუსიკალურად გააფორმებს ბენდი „სინთეზი“.

კურსდამთავრებულთა საყურადღებოდ!

გამოსაშვები საღამოსთვის მანტიების გატანას შეძლებთ 13-15 ივლისს, 11:00-17:00 საათამდე, B კორპუსის 002 ოთახიდან. მანტიები უნდა დააბრუნოთ 15 ივლისს, 20:00 საათიდან 21:00 საათამდე.

გელოდებით!