[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

“სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიღწევები და გამოწვევები” – საჯარო ლექცია სამართლის ფაკულტეტზე

18.05.2018

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა ალექსანდრე დარახველიძემ საჯარო ლექცია გამართა თემაზე – "სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიღწევები და გამოწვევები".

ლექციის ფარგლებში, სტუმარმა ინტერაქციულ რეჟიმში სტუდენტებთან ერთად განიხილა სამინისტროს ფუნქცია, სტრუქტურა, რეფორმები და
დაქვემდებარებული უწყებები, ასევე, ისაუბრა ბოლო წლების განმავლობაში სასჯელაღსრულების დეპარტამენტებში არსებულ აქტუალურ პრეცედენტებზე.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად, სიახლეების დანერგვასა და ახალი პროექტების
განხორციელებას კვლავ განაგრძობს და ამ პროცესში და მათი თქმით, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან აქტიურ თანამშრომლობას. აქედან გამომდინარე, დაიგეგმა ერთობლივი ღონისძიებები სამართლის ფაკულტეტის სტუდენტების მონაწილეობით.