[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

შეხვედრა მიგრაციის ცენტრის წარმომადგენლებთან

02.11.2018

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს ა/ო „მიგრაციის ცენტრის“ წარმომადგენლები: პროექტების კოორდინატორი და პროექტების კოორდინატორის ასისტენტი ეწვივნენ.

IBSU აქტიურად თანამშრომლობს მიგრაციის ცენტრთან, რაც  ცენტრის მოქმედ პროექტში „ვიაროთ ერთად“ უნივერსიტეტის უცხოელი სტუდენტების ჩართულობას გულისხმობს. პროექტი მიზნად ისახავდა სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეთა ინტეგრაციას, სამოქალაქო ჩართულობას, ამ შესაძლებლობების შექმნასა და გაუმჯობესებას.

შეხვედრაზე განიხილეს 18 დეკემბერს მიგრანტთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით  დაგეგმილ ღონისძიებებში იბსუს მონაწილეობა. ასევე, დაიგეგმა ო ერთობლივი პროექტები.