[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

პოლონეთის მიერ გამოცხადებული სასწავლო და სამეცნიერო სტიპენდიები

11.01.2023

გამოცხადებულია პოლონეთის რესპუბლიკის ლეინ კირკლენდის სასტიპენდიო პროგრამა (The Lane Kirkland Scholarship Program) 2023/2024 აკადემიური წლისათვის, რომელიც ითვალისწინებს ორი სემესტრის განმავლობაში სწავლას ოთხი პოლონური აკადემიური ცენტრიდან ერთ-ერთში (ვარშავა, კრაკოვი, ვროცლავი, ლუბლინი) და მინიმუმ ორკვირიან პროფესიულ სტაჟირებას საჯარო, კერძო და არსამთავრობო ორგანიზაციებში.

 

ასევე გამოცხადებულია ლეინ კირკლენდის კვლევითი პროგრამა (2023 KIRKLAND RESEARCH scholarships), რომელიც განკუთვნილია 45-წლამდე მკვლევრებისთვის, რომლებიც ფლობენ დოქტორის ხარისხს და ამჟამად იკავებენ აკადემიურ პოზიციას.

ორივე პროგრამის სააპლიკაციო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 1 მარტი.

დანართის სახით გიგზავნით დეტალურ ინფორმაციას ზემოაღნიშნულ პროგრამებთან დაკავშირებით და ასევე გამოცხადებული სტიპენდიების ელექტრონული გვერდის მისამართს.

 

https://kirkland.edu.pl/en/scholarship-competition/?fbclid=IwAR10tVnakmPMlkEFxyIdvSxl8fn4_LGA6ublZKPg55eKw6nGL55oHtApjwM