[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Image Alt

განათლების გამოფენა 2017

16-17 თებერვალს, ''ექსპო ჯორჯიაში'' მე-7 საერთაშორისო უმაღლესი და პროფესიული განათლების, საზღვარგარეთ სწავლისა და სტუდენტური სერვისების გამოფენა გაიმართა, რომელშიც ტრადიციულად IBSU-მაც მიიღო მონაწილეობა.

გამოფენის სტუმრებმა საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის სტაჟირების პროგრამაში მონაწილე სტუდენტებისგან და ფაკულტეტების წარმომადგენლებისგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე – ჩვენთან მოქმედ საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების შესახებ, ასევე, იბსუში სწავლის დაფინანსების შესაძლებლობების, სტიპენდიების, გრანტებისა და გაცვლითი პროგრამების თაობაზე.