Memorandum of Understanding with Adam Mickiewicz University
On 27 November 2017 Memorandum of Understanding was signed between the Adam Mickiewicz University (Poznań) and International Black Sea University. Presupposing joint research projects, collaboration between the research centres, exchange programmes, with particular emphasis on visiting exchange of the young scholars, the MoU promotes international cooperation and internationalization agenda of the IBSU.
იბსუ საერთაშორისო კავშირებს აფართოებს
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტს (პოზნანი) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივი კვლევითი პროექტების წარმართვას, კვლევით ცენტრებს შორის თანამშორმლობას და გაცვლით ვიზიტებს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა მკვლევარების მობილობის ხელშეწყობას.
საჯარო ლექცია ოჯახში ძალადობის თემაზე
საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ოჯახში ძალადობის, ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და დაზარალებულთა უფლებების შესახებ საჯარო ლექცია გაიმართა.
Young Georgian Inventors
On November 24, public lecture “Young Georgian Inventors'' was held by Karlo and Ana Khutsishvili. Lecture was organized by the faculty of Computer Technologies and Engineering of International Black Sea University, in scope of Innovation Laboratory.
ქართველი გამომგონებლები
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტის ინოვაციების ლაბორატორიის ორგანიზებით ახალგაზრდა ქართველი გამომგონებლების ანა და კარლო ხუციშვილების საჯარო ლექცია გაიმართა. (გამოგონებები - life saver - უპილოტო გამნაღმველი სისტემა; მულტიკლიმატიზატორი-ამინდის პროგნოზის განმსაზღვრელი ფერმერთათვის; non-stop-ინოვაციური ეტლი შშმ პირებისთვის.)
„მოსწავლეზე ორიენტირებული სკოლა: მართვა და შეფასება“
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სკოლის დირექტორებისთვის ტრენინგების სერია დაიწყო: „მოსწავლეზე ორიენტირებული სკოლა: მართვა და შეფასება“. კურსი განკუთვნილია კერძო/საჯარო სკოლების დირექტორებისთვის, მოადგილეებისთვის, რომლებსაც პირდაპირი შეხება აქვთ სკოლაში სასწავლო პროცესის მართვისა და შეფასების სისტემასთან.
„თანატოლთა განათლების“ პროგრამა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ახორციელებს „თანატოლთა განათლების“ პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს მე-12 კლასელების ჩართულობას ტრენინგთა სერიაში.
ტრენინგი მოიცავს ორ მიმართულებას - „სამოქალაქო აქტივიზმი და თვითპრეზენტაცია“ და „ეფექტური კომუნიკაცია და გუნდური მუშაობა.“