[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

არქივი

"Lingo Quest კლუბმა მენტალური ჯანმრთელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეს კრეატიული ღონისძიება მიუძღვნა. იბსუს სტუდენტებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს შესაძლებლობა ჰქონდათ კლუბის წევრების მიერ შექმნილი ბანერის „Magic Shop” ირგვლივ, დაფაზე დაეტოვებინათ ნეგატიური ემოციები, ტკბილეულისა და პოზიტიური შეტყობინებების სანაცვლოდ. ამ მაგიური ტექნიკის გამოყენების შესაძლებლობა ჩვენს სტუდენტებსა და

 ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში აცხადებს კონკურსს თანასწორობის ელჩების შესარჩევად. კონკურსის საფუძველზე გამოვლინდებიან აქტიური ახალგაზრდები, რომლებიც შემდგომ განახორციელებენ სხვადასხვა ინიციატივებს ცნობიერების ამაღლების მიზნით  ისეთი საკითხებზე, როგორიცაა ადამიანის უფლებები, ტოლერანტობა, მრავალფეროვნება და თანასწორობა. თანასწორობის ელჩების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდებს თბილისიდან, ქვემო

ტრადიცისამებრ, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა  წელსაც უმასპინძლა ინფორმატიკაში საქართველოს მოსწავლეთა 34-ე ეროვნული ოლიმპიადის დასკვნით ტურს სამ ასაკობრივ ჯგუფში: VII-VIII, IX-X და XI-XII კლასები. დასკვნით ტურში სულ ჯამში 90-მა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. ოლიმპიადის ორგანიზატორია საინფორმაცო ტექნოლოგიების სწავლების და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაცია.

თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და  არასამთავრობო ორიგანიზაცია ,,კულტურული მრავალფეროვნება მშვიდობიანი მომავლისთვის" შორის. მემორანდუმის ფარგლებში, იგეგმება ერთობლივი პროგრამები საგანმანათლებლო კუთხით საჯარო ლექციების, სემინარების, ტრენინგებისა და მასტერკლასების სახით.    

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი სასწავლო და სამეცნიერო დარგში, პროფ. დოქტ. თეა კბილცეცხლაშვილი პროექტი HERD-ის ფარგლებში საქართველოში არსებულ 12 უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა დრეზდენის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (TUD), რომელიც პროექტის ერთ-ერთი საერთაშორისო პარტნიორია და ჩართულია კვლევითი მიმართულებების დაგეგმვისა და

IBSU ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში, უნივერსიტეტის ეზოში ტურისტული სოფელი გაიხსნა, რომლის ფარგლებშიც გაიმართა ფოლკლორული ანსამბლის კონცერტი, ტურისტული პროდუქტების გამოფენა - გაყიდვა, საჩვენებელი ტურისტული ლექცია/სიმულაცია და სხვა გასართობ-შემეცნებითი აქტივობები. ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა ტურიზმის პროგრამის სტუდენტების მიერ ათვისებული ცოდნისა და უნარების წარმოჩენა დამსწრე

IBSU-ს ასოცირებულმა პროფესორმა ირაკლი ხვთისიაშვილმა სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის ჩაატარა საჯარო ლექცია "პროდუქტის როლი მარკეტინგში". დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა მოესმინა მარკეტინგის შესახებ საინტერესო ამბები და დაესვათ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე შეკითხვები. ღონისძიების ორგანიზატორი იყო ბიზნეს ანბანის პროექტი/Basics of Business

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში იაპონური კულტურის კლუბის ორგანიზებით მანგების კონკურსი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს მასშტაბით X-XI-XII კლასის მოსწავლეებმა და უნივერსიტეტის სტუდენტებმა. კონკურსის შედეგად გამოვლინდა 3 გამარჯვებული, რომლებიც დაჯილდოვდნენ სხვადასხვა პრიზით: ელენე ლუაშვილი - Parsek-სგან მანგის ეგზემპლარი, Miniso-ს 50 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი,

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით, განათლების, ენისა და ლიტერატურის მე-12 საერთაშორისო კვლევით  ორდღიანი კონფერენცია ჩატარდა. ყოველწლიურ კონფერენციაში, რომელიც წელს ონლაინ გაიმართა,  მონაწილეობდნენ  მკვლევარები, პრაქტიკოსები და პოლიტიკის შემქმნელები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. კონფერენციის პირველ დღეს  განიხილეს  განათლების, ენისა და ლიტერატურის საკითხები, არსებული გამოწვევები,