[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

არქივი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა დაიწყო თანამშრომლობა „გერმანიის ეკონომიკის საერთაშორისო თანამშრომლობის ფონდის - უფროს ექსპერტთა სამსახურთან (Senior Experten Service – Stiftung der Deutschen Wirtschaft für internationale Zusammenarbeit“, SES)“. თანამშრომლობის ფარგლებში, 2022-2023 წლის განმავლობაში, საერთაშორისო ექსპერტები ჩაერთვებიან IBSU-ს საუნივერსიტეტო პროცესების განხორციელებისა და განახლების

დრეზდენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტთან ერთად შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ოქტომბერში, რიგით მეორე, ერთობლივ საერთაშორისო ვორქშოფს ჩაატარებს.  ვორქოფის გახსნაზე დასწრების სურვილი უკვე გამოთქვა დრეზდენის უნივერსიტეტის რექტორმა კეტრინ სალჩერტიმ. ვორქშოფს გაუძღვება დრეზდენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების და მათემატიკის ფაკულტეტის პროფესორი მარიო ნოუგებაუერი, რომელიც კომპიუტერული მეცნიერებების

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ოთხმა სტუდენტმა მონაწილეობა მიიღო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ორგანიზებით გამართულ ელისაბედ ორბელიანის სახელობის თარგმანის კონკურსში. კონკურსში მონაწილე სტუდენტები უნივერსიტეტის სხვადასხვა პროგრამის სტუდენტები არიან: ლიზი ბერიძე - ამერიკისმცოდნეობის პროგრამის სტუდენტი, ინგლისურიდან ქართულად თარგმნა უილიამ სომერსეტ მოემის „ლუიზა“; ნია რუბანოვა

15 ივლისს 18:00 საათიდან შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო გაიმართება! ღონისძიებაზე, საზეიმო ვითარებაში, 2022 წლის საბაკალავრო პროგრამების, 2020, 2021 და 2022 წლის სამაგისტრო სკოლის და 2021-2022 წლების მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სიმბოლური მისალოცი, აგრეთვე გაიმართება სამახსოვრო ფოტოსესიაც.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამა 2023 წლიდან სტუდენტებს ახალ ინგლისურენოვან ორმაგი დიპლომის პროგრამას შესთავაზებს - „კომპიუტერული მეცნიერება და მენეჯმენტი“. ახალი ინგლისურენოვანი პროგრამა მომზადდა საერთაშორისო პროექტის - IDEA-ს ფარგლებში ცვიკაუს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტთან (University of Applied Sciences of Zwickau

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მარკეტინგის საბაკალავრო პროგრამის ორგანიზებითა და პროფესორ კახაბერ ჯაყელის ინიციატივით ჩატარდა "მარკეტინგის ესეების ოლიმპიადა - მეო 2022". ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღეს, როგორც ქართულენოვანი, ასევე ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტებმა. გამარჯვებულ სტუდენტებს გადაეცათ ,,ოქროს და ვერცხლის კალმის’’ სერთიფიკატები. მარკეტინგის ესეების ოლიმპიადა ტარდება ყოველწლიურად

6 ივლისს უნივერსიტეტის კამპუსმა უმასპინძლა სხვადასხვა წლის კურსდამთავრებულთა  საზეიმო შეკრებას. კურსდამთავრებულთა შეკრების ღონისძიება გახსნა უნივერსიტეტის რექტორმა დოქტორ საფფეთ ბაირაქთუთანმა, რომელმაც მიულოცა საზოგადოებას ამ მეტად გამორჩეული ტრადიციის განახლება. რექტორის შეფასებით, ამგვარი ღონისძიება განამტკიცებს უნივერსიტეტსა და კურსდამთავრებულებს შორის ურთიერთობებს. თითოეული კურსდამთავრებული უნივერსიტეტისთვის ძვირფასია,

დღეს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში შედგა ბოლო წლებში უნივერსიტეტის მიერ გამოცემული სამეცნიერო ლიტერატურის პრეზენტაცია. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი გამოცემები: იმპერიები და იმპერიალიზმი; ეკა ავალიანი; 2021  თურქეთის საგარეო პოლიტიკა (ნაწილი I); ზაურ მჭედლიშვილი; 2021  თურქეთის საგარეო პოლიტიკა (ნაწილი II); ზაურ მჭედლიშვილი; 2022  სამართლის საფუძვლები, მეორე გამოცემა; მალხაზ ჩახნაშვილი (ქართული, ინგლისური); 2021  15th International Silk Road Conference Proceedings; 2020  16 th International Silk Road Conference Proceedings;

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების II კურსის სტუდენტი კოჩა ჩანგელია ამერიკის შეერთებულ შტატებში ორ გაცვლით პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას. პირველი გაცვლითი პროგრამით კოჩა აშშ-ში ბოსტონის უნივერსიტეტში English Access Micro-scholarship program - ის ფარგლებში CELOP for Fundamentals of Leadership პროგრამას გაივლის ორი კვირის განმავლობაში. კოჩამ აგრეთვე გაიმარჯვა Global UGRAD-ის პროგრამაში და

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის ორგანიზებით, ჩატარდა ამ მიმართულების სტუდენტების მიერ მომზადებული მაკეტებისა და პრეზენტაციების ჩვენება. სტუდენტებმა ღონისძიებაზე წარმოადგინეს მსოფლიოში ცნობილი არქიტექტურული ნაგებობების შესახებ პრეზენტაციები, აგრეთვე აუდიტორიას წარუდგინეს ამ ნაგებობების მაკეტები, რომლებიც მათ მიერვეა მომზადებული სასწავლო კურსის ფარგლებში. ღონისძიებას ესწრებოდა