[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

არქივი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამისა და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ორგანიზებით გაიმართება პანელური დისკუსია თემაზე: „ერთი წელი უკრაინის ომიდან: გეოპოლიტიკური ცვლილებები, უსაფრთხოების ახალი გარემო, გამოწვევები საქართველოსთვის.“ ვრცლად: newsday.ge

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის (IBSU) საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამისა და საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) ორგანიზებით, პანელური დისკუსია თემაზე: „ერთი წელი უკრაინის ომიდან: გეოპოლიტიკური ცვლილებები, უსაფრთხოების ახალი გარემო, გამოწვევები საქართველოსთვის“ გაიმართა. ვრცლად: www.interpressnews.ge

 ამსტერდამის უნივერსიტეტის პროფესორმა, კლარენს ვან დერ პუტმა IBSU-ში ჩაატარა მასტერკლასი თემაზე “ტურიზმის მარკეტინგი.”  ინტერაქტიურ შეხვედრაზე სტუდენტები გაეცნენ ტურიზმის ტრენდებს და ამ კონტექსტში მარკეტინგულ მიდგომებს.  შეხვედრის დასასრულს მასტერკლასის მონაწილე სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჭადრაკის ტურნირი გაიმართა. გამოვლინდნენ გამარჯვებული მოჭადრაკეები, რომლებიც წარადგენენ IBSU-ს უნივერსიადაზე. გამარჯვებულებს სერტიფიკატები გადაეცათ.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ურთიერთობის სამსახურმა კურსდამთავრებულებულებთან ერთად ბაკურიანში ექსკურსია მოაწყო.

IBSU-ს განათლების, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სკოლის პროფესორებმა ტექნოლოგიების, განათლებისა და განვითარების მე-17 საერთაშორისო კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც 6-8 მარტს, ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში გაიმართა. IBSU-ს გუნდმა კონფერენციის მონაწილეებს გააცნო ოთხი სტატია მასწავლებლის პროფესიის, მოსწავლეთა ემოციური კეთილდღეობისა და სწავლების მეთოდოლოგიის თანამედროვე ტენდენციების შესახებ. პროფესორმა

IBSU-ში კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის სტუდენტი გოგონების ნამუშევართა გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე გამოტანილი იყო სტუდენტების მიერ აწყობილი უნიკალური თვალსაჩინოებები, მათ შორის ტურინგის  მანქანა, X/O ხელსაწყო, ნახაზები, შენობების მინიატურული მაკეტები და ა.შ.

ამერიკისმცოდნეობის საბაკალავრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელმა, თამარ შიოშვილმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე "თეთრი სახლის დიასახლისები." შიოშვილმა ვრცლად ისაუბრა ოთხი პირველი ლედის, აბიგაილ ადამსის, ელეანორ რუზველტის, ჟაკლინ კენედისა და ჰილარი კლინტონის როლზე ქალთა უფლებების ჭრილში.  

IBSU-ს სამართლისა და სახელმწიფო მმართველობის სკოლის ორგანიზებით გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე "ქალები მართლმსაჯულებისთვის." უზენაესი სასამართლოს წარმატებულმა მოსამართლე ქალებმა, ეკატერინე გასიტაშვილმა, თამარ ოქროპირიძემ, ქეთევან ცინცაძემ და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, ირინა იმერლიშვილმა სასამართლო სისტემაში მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრეს და დისკუსიის მონაწილეების კითხვებს უპასუხეს.

IBSU-ს მარკეტერებმა და ყველასთვის საყვარელმა ციყვმა გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს და მათ მშობლებს საბაკალავრო პროგრამები გააცნეს.