[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად (პროფესორზე და ასოცირებულ პროფესორზე 5 წლის ვადით, ასისტენტ-პროფესორზე – 4 წლის ვადით) შემდეგ მიმართულება/დარგი/ქვედარგში:

01.09.2017

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე

  1. საერთაშორისო ურთიერთობები: ასოცირებული პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი)

  2. ისტორია: პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი)

განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე

  1. განათლება: პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი) და ასოცირებული პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი)

  2. ამერიკისმცოდნეობა: პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი) და ასოცირებული პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი)

  3. ფილოლოგია: ასოცირებული პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი)

  4. განათლების ადმინისტრირება: ასოცირებული პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი)

ბიზნესის მართვის ფაკულტეტზე

  1. ფინანსები: ასოცირებული პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი)

  2. მენეჯმენტი: ასოცირებული პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი)

  3. მარკეტინგი: პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი) და ასოცირებული პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი)

კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და საინჟინრო საქმის ფაკულტეტზე

  1. ინფორმატიკა: ასოცირებული პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი) და ასისტენტ-პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი)  

სამართლის ფაკულტეტზე

  1. საკონსტიტუციო სამართალი: ასოცირებული პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი)

  2. ადმინისტრაციული სამართალი: ასოცირებული პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი)

  3. კერძო სამართალი: პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი)

  4. სისხლის სამართალი: ასოცირებული პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი)

  5. საერთაშორისო სამართალი: ასოცირებული პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (შესაბამის მიმართულება/დარგში);

  • სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება პროფესორის თანამდებობაზე და  არანაკლებ 3 წლის გამოცდილება ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე;

  • კანდიდატებს მოეთხოვებათ ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე (გარდა ფილოლოგიის და სამართლის ფაკულტეტის ვაკანსიებისთვის);

  • ფილოლოგიის ვაკანსიაზე ერთ-ერთი აუცილებელი მოთხოვნაა თურქული ენის სრულყოფილი ცოდნა;

  • განათლების ადმინისტრირების ვაკანსიაზე ერთ-ერთი აუცილებელი მოთხოვნაა ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა;

  • უნივერსიტეტის დებულებით დადგენილ ქულათა სისტემაში პროფესორის/ასოცირებული პროფესორის/ასისტენ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად საჭირო ქულათა რაოდენობის დაგროვება;

  • უნივერსიტეტის დებულებით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობის მაღალი დონე;

  • ადამიანებთან ურთიერთობის უნარი;

  • პრეზენტაციის უნარი;  

  • პედაგოგიური უნარ-ჩვევები;  

  • ანალიტიკური, ლოგიკური აზროვნების უნარი.  

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ (ბეჭდური და ელექტრონული ფორმით):

  • განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის მითითებით;

  • ავტობიოგრაფია (CV);  

  • საკვალიფიკაციო დიპლომების ნოტარიულად დამოწმებული ასლები (უცხო ქვეყნის მიერ გაცემული დიპლომის შემთხვევაში სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აღიარებული და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);

  • სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის დამადასტურებელი ცნობა;  

  • სერთიფიკატების ასლები (არსებობის შემთხვევაში);

  • დარგის შესაბამისი სამეცნიერო შრომებისა და პუბლიკაციების სია და მათი დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ბოლო 5 წლის განმავლობაში);  

  • 2 ფერადი ფოტოსურათი (3x4);

  • პირადობის მოწმობის/ID ბარათის ასლი;  

  • დახასიათება (აკადემიური მიმართულებით) წინა სამუშაო ადგილიდან;  

  • არსებობის შემთხვევაში დარგის შესაბამის სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ბოლო 5 წლის განმავლობაში);

  • ინგლისური ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერთიფიკატის ასლი/უცხო ქვეყანაში ინგლისურ ენაზე მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი – სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აღიარებული და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანით (საჭიროების შემთხვევაში);

  • დარგის შესაბამისი სასწავლო კურსის სილაბუსი ქართულ და ინგლისურ ენაზე (თუ სასწავლო კურსი შემოთავაზებულია ინგლისურ ენაზე), ხოლო ქართულ ენაზე (თუ სასწავლო კურსი შემოთავაზებულია ქართულ ენაზე);

  • საკონკურსო ვაკანსიისთვის დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისი სხვა დოკუმენტაცია – პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, დამატებით კრიტერიუმებთან კონკურსანტის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული სპეციალური ფორმები.

საკონკურსო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, კანდიდატს შეიძლება ეთხოვოს საცდელი ლექციის ჩატარება მის მიერ წარმოდგენილ სილაბუსში მითითებულ ერთ-ერთ საკითზე.

დაინტერესებულმა პირებმა საჭირო დოკუმენტები (ბეჭდური და ელექტრონული ფორმით) უნდა წარმოადგინონ 2017 წლის 24 აგვისტოდან (29 აგვისტოდან განათლების ასოცირებული პროფესორის ვაკანსიისთვის) 2017 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით (15:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე) შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცელარიისა და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურში.

დეტალური ინფორმაციისათვის მოგვმართეთ: ტელ: 2595005 (131/132), ელ. ფოსტა: hr@ibsu.edu.ge, dmchedlishvili@ibsu.edu.ge.

მისამართი: ქ. ბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ, #2.  

 

 

2)

ძვირფასო სტუდენტებო,

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას სტუდენტურ საქმეთა განყოფილებაში სტუდენტ-ასისტენტის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
 

  • მე-3 ან მე-4 კურსის სტუდენტი

  • ქართული და ინგლისური ენების ცოდნა

  • გამართული კომუნიკაციისა და წერის უნარი

  • კომპიუტერული უნარები

დამატებითი მოთხოვნები:

  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი

  • ორგანიზებულობა

  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;

  • დეტალებზე ორიენტირებულობა

დაინტერესებულ პირებს 2017 წლის 17 თებერვლამდე ვთხოვთ, გამოგვიგზავნონ CV ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@ibsu.edu.ge

მის: დ. აღმაშენებლის ხეივანი, 13კმ, #2

ტელ: (+995) 3222595005/შიდა 133