ამერიკისმცოდნეობის მე-8 საერთაშორისო კონფერენცია - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

სიახლეები

ამერიკისმცოდნეობის მე-8 საერთაშორისო კონფერენცია

02.12.2015

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის განათლების და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ამერიკისმცოდნეობის დეპარტამენტმა, ამერიკის საელჩოს თანაორგანიზებით,  ამერიკისმცოდნეობის მე-8 საერთაშორისო კონფერენცია გამართა.

კონფერენციაზე განხილული იქნა საკითხთა ფართო სპექტრი და  ამერიკულ სწავლებასა და კვლევებს შეეხებოდა. პრეზენტაციები გაიმართა სამართლის, ეკონომიკის, ჯანდაცვის, რელიგიის, პოლიტიკისა, კულტურის და სოციალური თემების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ამერიკისმცოდნეობის ერთადერთი ინგლისურენოვანი პროგრამა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში 2002 წელს გაიხსნა.

კონფერენცია ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, იან კელიმ გახსნა. ელჩის განცხადებით, მსგავსი ღონისძიებები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას უწყობს ხელს. მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები რჩება საქართველოს ერთგულ პარტნიორად და აგრძელებს ქვეყნის მხარდაჭერას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დემოკრატიული პროცესების განვითარებაში.