[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

არქივი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის გუნდი "საქართველოს ბიზნესქეისების კონკურსი 2021"-ის II საპრიზო ადგილის მფლობელია. ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ბაკალავრიატის საფეხურის 6 სტუდენტისგან დაკომპლექტებულმა გუნდმა, რომელიც შესარჩევ ტურში 80 გუნდიდან გავიდა საუკეთესო 12 გუნდში,  ფინალში 7 გუნდთან პაექრობაში დამსახურებული

IBSU-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა ვებინარი ,,Timeshare Simplified and Vacations Simplified”. ვებინარის თემა იყო ,,სასტუმრო ინდუსტრია კოვიდ -19 დროს და ,,TimeShare” ბიზნესის უპირატესობები.” ვებინარს უძღვებოდა მოწვეული  სპიკერი ,,Timeshare Simplified and Vacations Simplified”-ს პრეზიდენტი ტონი ავიტია. ვებინარი ჩატარდა Google Meet

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი მასპინძლობს ვებინარს თემაზე TimeShare Business Benefits. ვებინარს გამართავს Timeshare Simplified და Vacations Simplified-ის პრეზიდენტი ტონი ავიტია. ვებინარი ჩატარდება 2021 წლის 18 ნოემბერს (10.00 საათი), Google Meet პლატფორმის მეშვეობით. https://meet.google.com/sgp-mvwb-nqr?pli=1&authuser=1

სოციალური პლატფორმა Novelty today იბსუს სტუდენტებს დასაქმებას სთავაზობს. კარიერის დაგეგმის სამსახურის ინიციატივით,ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის სტუდენეტებისთვის, გაიმართა შეხვედრა Novelty Today-ს წარმომადგენლებთან. კომპანია იბსუს – სტუდენტებს სთავაზობს ტრენინგებს, ანაზღაურებად სტაჟირებებას დასაქმების პერსპექტივით და ვაკანსიებს. კომპანია სტუდენტებს სთავაზობს, გახდნენ სილიკონ ველზე მოქმედი

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტურმა პროექტმა "ბიზნეს ანბანი"  ახალი ნაკადის მისაღებად ემზადება. ონლაინ ტრენინგები 11 ოქტომბრიდან დაიწყება. პროექტის დახმარებით მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეები შეძლებენ გაიგონ უფრო მეტი ბიზნესის მიმართულებების, კერძოდ, მარკეტინგის, ფინანსების, მენეჯმენტის, ბუღალტერიის, ტურიზმის შესახებ.

ტურიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, იბსუ-ს ტურიზმის პროგრამის ორგანიზებით, 27 სექტემბერს, მალტის ტურიზმის ინსტიტუტის მენეჯერმა, პროფესორმა სიმონ კარუანამ ჩაატარა ვორქშოფი  – „კოვიდ 19-ის გავლენა გართობის ინდუსტრიაზე.“ შეხვედრაზე სპიკერმა ისაუბრა კოვიდ-19 -ის გავალენაზე ტურიზმის სექტორზე, გამოწვევებზე, რომლის წინაშეც აღმოჩნდა სექტორი, კონკრეტულად გართობის ინდუსტრია.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტმა 2021 წლის 23-24 სექტემბერს გამართა საორიენტაციო შეხვედრები პირველკურსელებთან. შეხვედრის ფარგლებში მოხდა შემოდგომის სასწავლო სემესტრის სალექციო პროცესთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ პირველკურსელებისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება. პანდემიური სიტუაციის გათვალისწინებით, შეხვედრა გაიმართა ონლაინ ფორმატში.

2021 წლის 17 სექტემბერს ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტმა გამართა ტრადიციული საორიენტაციო შეხვედრა საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში ჩართულ აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან. შეხვედრის ფარგლებში მოხდა შემოდგომის სასწავლო სემესტრის სალექციო პროცესთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ ლექტორებისთვის ინფორმაციის მიწოდება. პანდემიური სიტუაციის გათვალისწინებით შეხვედრა გაიმართა ონლაინ ფორმატში.

კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამის ბაკალავრიატის მეოთხე კურსისა და სამაგისტრო სტუდენტებისთვის 13-24 სექტემბერს დრეზდენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის პროფესორი მარიო ნიუგებაუერი სემინარს Telepresence Robot ჩაატარებს. სემინარში მონაწილეობას დრეზდენის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის HTW  ექვსი მაგისტრანტი სტუდენტიც ჩაერთვება. სემინარის პირველი ეტაპი, 13-17 სექტემბერს ონლაინ ჩატარდება.  იბსუ-ს

24 ივნისს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის კომპიუტერული მეცნიერების ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებსა და კომპანია EPAM-ის წარმომადგენლებს შორის შედგა საინფორმაციო შეხვედრა საქართველოში ფრონტ ენდის რეგიონში ცნობილი უფასო კურსის დანერგვასთან დაკავშირებით. თავად კურსზე ინფორმაცია შეგიძლიათ საიტზე