[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

ბიზნეს ანბანის სტაჟირება

ბიზნესის სკოლა

📢იბსუს პირველკურსელთა საყურადღებოდ ✨
🔍 თუ ზრუნავ შენს პროფესიულ და პიროვნულ განვითარებაზე, გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და სიამოვნებას განიჭებს საინტერესო ინფორმაციის სხვებისთვის გაზიარება მაშინ ეს სიახლე შენთვისაა 💥
📣 გელოდებით ორშაბათს 19 სექტემბერს , 14:00 საათიდან  უნივერსიტეტის ღია სივრცეში ჩვენს სტენდთან , რადგან ბიზნეს ანბანის პროექტი  იწყებს სტაჟიორების შერჩევის პროცესს.
📚 “Basics of Business” ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს სკოლის მოსწავლეებში ბიზნესის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. პროექტის ფარგლებში 2014 წლიდან ტარდება ტრენინგები და მასში შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტები არიან ჩართული 💙
📌 პროექტის ფარგლებში IBSU-ს ნებისმიერ სტუდენტს საშუალება ეძლევა სტაჟირების პერიოდის წარმატებით გავლის შემთხვევაში, გახდეს სერტიფიცირებული ტრენერი და დასაქმდეს ამავე პროექტში.
🥰 მოემზადე სიახლეებისთვის და ახალი თავგადასავლებისთვის ჩვენთან ერთად
✅რეგისტრაცია ასევე მიმდინარეობს ონლაინაც და დასრულდება 9 ოქტომბერს.
გელოდებით 🤩