[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

ტრენინგი პროფესიული სასერტიფიკაციო პროგრამის (ACCA) სწავლების მეთოდოლოგიაში

ბიზნესის სკოლა

ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი ფინანსური ჩართულობის, მსოფლიო ბანკთან პარტნიორობისა და ანგარიშვალდებულების პროექტის ფარგლებში, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციას შორის გაფორმებული, განათლებისა და პროფესიული სერტიფიცირების სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმების საფუძველზე, რომელიც მიზნად ისახავს ბუღალტერთა განათლების პროგრამის ჰარმონიზაციას, ლექტორების გადამზადება დასრულდა, სადაც საქართველოს 7 უნივერსიტეტ მონაწილეობდა. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის ლექტორმა, იაშა მურვანიძემ, წარმატებით დაასრულა ტრენინგი პროფესიული სასერტიფიკაციო პროგრამის (ACCA) სწავლების მეთოდოლოგიაში, რაზეც მან მიიღო შესაბამისი სერთიფიკატი.