[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

IBSU-ს საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები Nexia TA-ს ეწვივნენ

ბიზნესის სკოლა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები ეწვივნენ საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიების ათეულში შემავალი ბრენდის – Nexia International-ის წარმომადგენლებს საქართველოში Nexia TA -ს.

ბიზნესის ფაკულტეტის ვიცე-დეკანის, იაშა მურვანიძის შეფასებით, ვიზიტი ეხმარება სტუდენტებს აუდიტის ეთიკის, ბუღალტერიის ქცევის კოდექსების, ბუღალტრული და აუდიტური ფირმების ეთიკური პასუხისმგებლობის, ეთიკის თანამედროვე საკითხების და პროფესიონალი ბუღალტრებისთვის პროფესიის სიღრმისეულად შესწავლაში. საშუალებას აძლევს სტუდენტებს, გაეცნონ თანამედროვე ბიზნეს გარემოს გამოწვევებს და ხელს უწყობს მათ საკუთარი კარიერის დაგეგმვასა და განვითარებაში.

 “მსგავსი ვიზიტები სტუდენტებს ეხმარება საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული ფუნდამენტური საკითხების კიდევ უფრო სიღრმისეული ცოდნის და პრაქტიკული უნარების  განვითარებაში,  რაც ხელს უწყობს სტუდენტებს ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბიზნესის სხვადასხვა სექტორის საქმიანობის შესწავლას, რაც უზრუნველყოფს დასაქმების შესახებ სწორი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას სახელმწიფო, კერძო, და არასამთავრობო სექტორებში,” განაცხადა ასისტ. პროფ. დოქტ. იაშა მურვანიძემ.

Nexia TA არის საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიების ათეულში შემავალი ბრენდის – Nexia International-ის წარმომადგენლება საქართველოში. Nexia-ს ქსელი, რომელიც ფოკუსირებულია სხვადასხვა ქვეყანაში მხარი დაუჭიროს ადგილობრივი ბიზნესის ზრდასა და განვითარებას, წარმოდგენილია მსოფლიოს 122 ქვეყანაში 720-ზე მეტი ოფისით და წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოშიც 2014 წლიდან.

Nexia TA მომხმარებლებს სთავაზობს ინდივიდუალურ მიდგომას და მაღალხარისხიან მომსახურებას, რომელიც დაფუძნებულია ეფექტურ ადგილობრივ და გლობალურ გადაწყვეტილებებზე. Nexia TA-ს გუნდი კლიენტ კომპანიებს მხარს უჭერს და ეხმარება მიიღონ მნიშვნელოვანი და შედეგიანი გადაწყვეტილებები ისეთ მიმართულებებში, როგორებიცაა: აუდიტი, გადასახადები, ბუღალტერია, კონსალტინგი, იურიდიული მომსახურება, ციფრული ტექნოლოგიები და ლიცენზირებული პროგრამები.

კომპანია საქართველოში აერთიანებს 300-მდე პროფესიონალს, 500-მდე კლიენტს, 150-მდე სტუდენტსა და მოხალისეს, რომლებიც ყოველდღე ადგილზე ქმნიან და ავითარებენ ახალ ხედვებს, შესაძლებლობებს, ახალ ინსტრუმენტებს  კლიენტი კომპანიების გამოწვევების გადასაჭრელად. Nexia TA -ს ცოცხალი და დინამიური გუნდი ამას ახორციელებს წარმატების მიღწევის მუდმივი სურვილით, გამოცდილებით და ცოდნით.

  • 2017 წელს კომპანიამNexia International-ის ყოველწლიურ სამიტზე, მსოფლიოს 115-ზე მეტი ქვეყნის 650-ზე მეტ ოფისს შორის მიიღო ტიტული – „წლის კომპანია“.
  • Nexia TA გახდა საქართველოდან ერთადერთი კომპანია აუდიტორულ სფეროში, რომელმაც #1 საბუღალტრო გამოცემის, IAB-ის ჯილდო მოიპოვა ნომინაციაში – Accounting Capacity Building Champion 2018.
  • Nexia TA გახდა 2019 წელს საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2019-ის გამარჯვებული კატეგორიაში “პასუხისმგებელი დამსაქმებელი”.

საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანა „Nexia TA“არის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პარტნიორი. IBSU-ს სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა Nexia TA-ს ფინანსური აუდიტის და ბიზნეს საკონსულტაციო (CFO მიმართულებით) დეპარტამენტებში გაიარონ სტაჟირება.