IBSU-ს თვითმმართველობამ სტუდენტებს პიკნიკზე უმასპინძლა
IBSU-ს სტუდენტურმა თვითმმართველობამ, ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ბიზნესის სკოლის სტუდენტებს მამკოდაში პიკნიკზე უმასპინძლა. მომდევნო კვირების განმავლობაში, IBSU-ს დანარჩენი სკოლის სტუდენტებისთვისაც მოეწყობა მსგავსი პიკნიკები.
IBSU-ს ლექტორი ლაშა ქავთარაძე კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტს ეწვია
ერაზმუს + გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, IBSU-ს მოწვეული ლექტორი ლაშა ქავთარაძე კრაკოვის ეკონომიკის უნივერსიტეტს ეწვია და წაიკითხა ლექცია სახელწოდებით " საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები მსოფლიოსთან და რუსეთ-უკრაინის გავლენა კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებზე.
IBSU-ს სტუდენტებისთვის გასვლითი ლექცია-ტური მოეწყო
სასტუმროს მენეჯმენტის საგნის ფარგლებში, IBSU-ს ბიზნესის სკოლის ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტებისთვის, ბორჯომში, ლიკანსა და ცემში გასვლითი ლექცია-ტური მოეწყო. IBSU-ს სტუდენტებს საინტერესო ჰაუს ტურები ჩაუტარდათ 5 ვარსკვლავიან სასტუმროში Borjomi Likani და ბუტიკ სასტუმროში Golden Tulip Borjomi. გასვლითი ლექცია-ტურის ფარგლებში, სტუდენტებმა ასევე მოინახულეს მთის კურორტი "განთიადი" ცემში, სადაც
საჯარო ლექცია – “რა არის ციფრული მარკეტინგი?”
კრეატიული სააგენტო IVAKNOWS-ის დირექტორმა, სალომე ივანიაძემ IBSU-ში ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე:“რა არის ციფრული მარკეტინგი, როგორ შეიძლება დასაქმდე ციფრული პროფესიებით.” ლექცია შეეხებოდა მარკეტინგში თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებას. სალომემ სტუდენტებს გააცნო ციფრული მარკეტინგის ხელოვნება და მისი პრაქტიკული გამოყენების გზები.
შეხვედრა BDO-სთან
IBSU-ს კარიერის დაგეგმვის სამსახურის ინიციატივით, კომპანია BDO-ს წარმომადგენლები შეხვდნენ ფინანსების, საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის და კომპიუტერული მეცნიერების პროგრამების სტუდენტებს და გააცნეს კომპანიის ფასეულობები, მიმდინარე ვაკანსიები და პროფესიული და კარიერული წინსვლის შესაძლებლობები. ასევე, კომპანიის HR-ის წარმომადგენლებმა ჩაატარეს ტრენინგი თემაზე “როგორ დავწეროთ ეფექტური
IBSU-მ პანელურ დისკუსიას უმასპინძლა
IBSU-ს ბიზნეს სკოლის ორგანიზებით, დღეს გაიმართა პანელური დისკუსიას თემაზე – ქალი ბიზნესში – უპირატესობა თუ გამოწვევა. მოწვეულმა სპიკერებმა, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნინო ზამბახიძემ და კომპანია რადარის დამფუძნებელმა და სასტუმრო პროექტების მმართველმა, მაია მახათაძემ, ისაუბრებს ქალის როლის მნიშვნელობაზე ბიზნეს სამყაროში, მიმოიხილეს ამ მიმართულებით საქართველოში არსებულ
ბიზნეს ანბანის ორდღიანი ტრენინგი დასრულდა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ბიზნეს ანბანის პროექტის ორდღიან ტრენინგს უმასპინძლა, რომელსაც 105 მოსწავლე დაესწრო. ტრენინგის პირველ დღეს მოსწავლეები გაეცნენ ბიზნესის, ტურიზმისა და მარკეტინგის ძირითად საკითხებსა და ეფექტური კომუნიკაციისა და წარმატებული პრეზენტაციის გამართვის მეთოდებს. ტრენინგის მეორე დღეს პროექტის მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს ბიზნესის სხვა ძირითად მიმართულებებზე, როგორებიცაა მენეჯმენტი,
IBSU-ს ბიზნესის სკოლის საორიენტაციო შეხვედრა
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის წარმომადგენლებმა ტრადიციული საორიენტაციო შეხვედრა გამართეს სკოლის აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან. შეხვედრა ემსახურებოდა 2022/2023 გაზაფხულის სასწავლო სემესტრის სალექციო პროცესთან დაკავშირებული პროცედურების შესახებ ლექტორებისთვის ინფორმაციის მიწოდებას. შეხვედრაზე მოხდა შემდეგი საკითხების განხილვა: პროგრამების კლასტერული აკრედიტაცია აკადემიური კალენდარი სალექციო პროცესი
IBSU-ს საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები Nexia TA-ს ეწვივნენ
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები ეწვივნენ საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიების ათეულში შემავალი ბრენდის – Nexia International-ის წარმომადგენლებს საქართველოში Nexia TA -ს. ბიზნესის ფაკულტეტის ვიცე-დეკანის, იაშა მურვანიძის შეფასებით, ვიზიტი ეხმარება სტუდენტებს აუდიტის ეთიკის, ბუღალტერიის ქცევის
საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის პროგრამის სტუდენტები საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციას ეწვივნენ
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის საბაკალავრო პროგრამის (ეთიკის საკითხები ბუღალტრულ აღრიცხვაში საგნის ფარგლებში) სტუდენტები ეწვივნენ საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციას. ბიზნესის სკოლის ვიცე-დეკანის, იაშა მურვანიძის შეფასებით, ვიზიტი ეხმარება სტუდენტებს აუდიტის ეთიკის, ბუღალტერიის ქცევის კოდექსების, ბუღალტრული და აუდიტური