[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

არქივი

IBSU-ს არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი გიორგი წანაწყენიშვილი კოპენჰაგენში მიმდინარე საერთაშორისო არქიტექტორთა კავშირის კონგრესში მონაწილეობს. IBSU-ს არქიტექტურის ინგლისურენოვანი საგანმათლებლო პროგრამის წარდგენა ამ მასშტაბის პროფესიულ ფორუმზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია.  

IBSU-ში ციფრული სკოლის მონაწილეების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. X – XI – XII კლასის მოსწავლეებმა ტრენინგების განმავლობაში შეისწავლეს Web Development (html5, css3) და 3D graphics (Blender) - ის საფუძვლები და საკუთარი ნამუშევრები წარადგინეს. ლექციებს უძღვებოდნენ IBSU-ს კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის წარმატებული სტუდენტები.

IBSU-ს პროექტის „პირველი ნაბიჯი არქიტექტურაში“ საგაზაფხულო სეზონი დღეს საზეიმოდ დაიხურა. კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის საბაკალავრო პროგრამის მიერ ინიცირებული პროექტის მონაწილეები, ტრენერები და ასისტენტები სერტიფიკატებითა და ბრენდული საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. ერთთვიანი უფასო პროექტის ფარგლებში, IX, X, XI და XII კლასის მოსწავლეებმა IBSU-ში

IT Outsource კომპანია "ტექნეტმა" IBSU-ს კომპიუტრული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის სტუდენტებისთვის დღეს საჯარო ლექცია გამართა. "ტექნეტი" IBSU-ს სტუდენტებს ანაზღაურებად სტაჟირებას სთავაზობს.

Devexperts-ის ტრენერმა და Front-End Developer-მა, ოლეგ ჩერვონცევმა IBSU-ში ჩაატარა ლექცია თემაზე “გახდი Front-End Developer: უნარები, ტრენდები, და გზა კარიერისკენ.” ტრენერმა სტუდენტებს დეტალურად გააცნო პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე დინამიური სფეროს თავისებურებები.

Devexperts-ის ტრენერმა ალექსეი ბაბუხმა IBSU-ს სტუდენტებისთვის ლექცია წაიკითხა თემაზე “ციფრული ოცნების გუნდი: IT კომპანიების შიგნით”. ბაბუხმა ისაუბრა IT როლებსა და მათ მნიშვნელობაზე ტექნოლოგიებზე ორიენტირებულ სამყაროში; ასევე მიმოიხილა IT-ში წარმატებული კარიერისთვის აუცილებელი კომპეტენციები და IT-ის განვითარებადი ტენდენციები. ლექციის დასასრულს, Devexperts-ის ტრენერმა ​სტუდენტების შეკითხვებსაც

IBSU-ს პროექტი "პირველი ნაბიჯი არქიტექტურაში“ დაიწყო! კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის საბაკალავრო პროგრამის პროექტი IX, X, XI და XII კლასის მოსწავლეებს ოთხ კურსს სთავაზობს: არქიტექტურული ჩანახატები (სქეჩინგი) არქიტექტურული ხაზვა არქიტექტურული კომპოზიციის საფუძვლები მაკეტის შექმნა (მოდელირება)    

IBSU-ს პროექტი სახელწოდებით „პირველი ნაბიჯი არქიტექტურაში“ იწყება. კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლის საბაკალავრო პროგრამის პროექტი,  მიზანად ისახავს IX, X, XI, და XII კლასის მოსწავლეებისთვის არქიტექტურის პროფესიის საფუძვლების გაცნობას. პროექტი მათ დაეხმარება გაიგონ დიზაინის საფეხურები კონცეფციიდან რეალიზაციამდე. ლექციებს ჩაატარებენ არქიტექტურის პროგრამის წარმატებული და აქტიური

IBSU კიბერუსაფრთხოების ასოციაციის წევრი გახდა, რომელიც უნივერსიტეტს სთავაზობს კორპორატიულ პირობებსა და სპეციალურ შეთავაზებებს. სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაცია წარმატებით ოპერირებს როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო ბაზარზე. ასოციაციის მიზანია კიბერუსაფრთხოების როგორც სამეცნიერო, ისე პრაქტიკული კუთხით განვითარება რეგიონში. ასოციაცია DefCamp-ისა და CyberEdu-ს ექსკლუზიური წარმომადგენელია რეგიონში.   SCSA არის

IBSU-ს კარიერის დაგეგმვის სამსახურის ინიციატივით, კომპანია BDO-ს წარმომადგენლები შეხვდნენ ფინანსების, საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის და კომპიუტერული მეცნიერების პროგრამების სტუდენტებს და გააცნეს კომპანიის ფასეულობები, მიმდინარე ვაკანსიები და პროფესიული და კარიერული წინსვლის შესაძლებლობები. ასევე, კომპანიის HR-ის წარმომადგენლებმა ჩაატარეს ტრენინგი თემაზე "როგორ დავწეროთ ეფექტური