[edgt_separator type='full-width' position='center' border_style='solid' color='#ebebeb' width='' thickness='1' top_margin='10' bottom_margin='21' ]
Top
Image Alt

საბერძნეთის დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტის პროფესორი IBSU-ს ეწვია

კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს ერთი კვირის განმავლობაში სტუმრობს საბერძნეთის დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტის არქიტექტურის დეპარტამენტის პროფესორი, სკულპტურათა გამორჩეული მკვლევარი ანდრეას სიტორენგო.
 
უნივერსიტეტის მხრიდან პირველ დღეს სტუმარს უმასპინძლა საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა და კომპიუტერული მეცნიერებისა და არქიტექტურის სკოლამ. მიმდინარე კვირაში პროფესორი ანდრეას სიტორენგო სხვადასხვა საფეხურის სტუდენტებისთვის ატარებს ტრენინგებსა და ვორქშოპებს.
 
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს არსებული თანამშრომლობის გაღრმავების გეგმები, ერთობლივი ღონისძიებების/ვორქშოპების, ორმაგი დიპლომის პროგრამის შემუშავების და Erasmus+ და Horizon Europe-ის პროექტებში ერთობლივი განაცხადების მომზადების საკითხები.
 
ანდრეას სიტორენგოს მდიდარი გამოცდილება მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან გამოფენებს, როგორიცაა “Places of Presence” ZEON-ში (2009), “Dry Psyche” ჰერაკლიონის მუნიციპალურ გალერეაში (2010) და “Placenta” FIZZ გალერეაში (2012). გარდა ამისა, იგი მონაწილეობდა ეკლესიების კანონიზაციაში საბერძნეთში, კვიპროსსა და კორეაში.