CIPE-ის ექსპერტ კამელია ბულატის ტრენინგი
29.09.2016შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და G4G-ს პარტნიორობის საფუძველზე IBSU-ს CIPE-ს ექსპერტი, კამელია ბულატი ესტუმრა.
სტუმარმა უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის 3 საათიანი ლექცია ჩაატარა. ლექციის თემა იყო: ლიდერობა, მეწარმეობა, ბიზნეს გეგმა, წერითი-ვერბალური კომუნიკაცია და ''როგორ გავყიდოთ ჩვენი თავი“. ლექციის ბოლოს სტუდენტებს გადაეცათ სერთიფიკატები.
ამასთან, G4G-მ და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტმა დასახეს სამომავლო ურთიერთობის გეგმები ბიზნესთან დაკავშირებულ სხვადასხვა სფეროში.